საკონსტიტუციო ცვლილებები დაემსგავსა ინდურ სერიალებს - უკვე გრძელდება ერთი წელიწადია და ახლა აპირებენ მეორე სეზონის დაწყებას, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.
მისი თქმით, მიღებულ კონსტიტუციას ცვლიან იმის გამო, რომ იგი „არ ვარგოდა".
„ეს რის აბსოლუტურად უგუნური გადაწყვეტილება, ანუ მიღებულ კონსტიტუციას ცვლიან იმის გამო, რომ ის არ ვარგოდა და ფაქტობრივად, ითვალისწინებენ მხოლოდ ნაწილს ვენეციის კომისიის შენიშვნებისა. ვენეციის კომისიას ჰქონდა უამრავი შენიშვნა... ჩვენ ამ კომისიის მუშაობაში მონაიწლეობას არ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს არის ფაქტობრივად ფარსი", განუცხადა გოცირიძემ „რუსთავი 2"-ს.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, კონსტიტუციაში ნორმები ვენეციის კომისიასთან შეთანხმების მიხედვით შეიცვლება.
მისი თქმით, საუბარია მხოლოდ იმ ოთხ საკითხზე, რომლებზეც ვენეციის კომისიასთან შეთანხმებაა მიღწეული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.