ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციაში ნორმები ვენეციის კომისიასთან შეთანხმების მიხედვით შეიცვლება
30-10-2017, 14:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას და ამის შემდეგ, უკვე დაიწყება საპარლამენტო განხილვები“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ საუბრისას.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საუბარია მხოლოდ იმ ოთხ საკითხზე, რომლებზეც ვენეციის კომისიასთან შეთანხმებაა მიღწეული.

 

 

„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც შევთანხმდით ჩვენ ვენეციის კომისიასთან, საუბარია ბონუსის თემის გაუქმებაზე, ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე, ასევე, ზუსტდება რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული ჩანაწერი და ასევე ზუსტდება ჩანაწერი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მისივე თქმით, კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტს პარლამენტი მესამე მოსმენით მარტში განიხილავს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია და საუბარია კონკრეტულ შეთანხმებაზე, რომლის აღსრულებას პარლამენტი ვენეციის კომისიასთან ერთად უზრუნველყოფს.

 

 

„ჩვენ დეკემბერში გვექნება ორი მოსმენა, ხოლო მარტის თვეში მესამე მოსმენა. ეს არის კიდევ ერთხელ, ის საკითხები, რომლებზეც შევთანხმდით ჩვენ ვენეციის კომისიასთან და ამ შეთანხმების შესაბამისად შეიცვლება კონსტიტუციაში ნორმები. კონსულტაციები კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული, გვაქვს კონკრეტული შეთანხმება რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პარლამენტი ვენეციის კომისიასთან ერთად“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისივე თქმით, განხილვებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მხარე იქნება ჩართული.

 

 

ყველა იქნება ჩართული განხილვებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა, ხაზს გავუსვამ იმას, რომ კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით დისკუსია არის ამოწურული - საქმე ეხება ოთხ საკითხს, რომელზეც ვენეციის კომისიასთან შევთანხმდით“, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი