ფხენიანი მზად იყო შეერთებულ შტატებზე ბირთვული დარტყმა განეხორციელებინა, ნათქვამია წერილში, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გადასცეს, უამბო „რია ნოვოსტის“ წყარომ, რომელიც მდგომარეობას იცნობს.
„ეს წერილი ამერიკული მხარის ყურადღების ცენტრში მოექცა, რის შემდეგაც ვაშინგტონის პოზიცია კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ შეიცვალა“, უთხრა წყარომ რუსულ სააგენტოს და დააზუსტა, რომ ჩრდილოეთ კორეის დელეგაციამ წერილი პუტინს ფედერაციის საბჭოს სპიკერის, ვალენტინა მატვიენკოს მეშვეობით საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში გადასცა. თავად მატვიენკოს თქმით, ფხენიანის წარმომადგენლებმა მას „აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაეროში გამოსვლაზე კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, კიმ ჩენ ინის ორიგინალური რეაქცია გადასცეს“.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე წარმოთქმულ სიტყვაში „სახიფათო ქვეყნებიდან“ მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და ასეთ ქვეყნებად ჩრდილოეთ კორეა და ირანი გამოყო.
მიმდინარე წლის სექტემბერში ნიუ იორკში საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმოთქმულ მის სადებიუტო სიტყვაში მან გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ამერიკა გაანადგურებს ჩრდილოეთ კორეას, თუკი ის იძულებული გახდება დაიცვას თავისი თავი და მისი მოკავშირეები.
აზიური ტურნეს ფარგლებში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში ვიზიტისას კი დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ჩინეთს და რუსეთს დახმარება გაუწიონ ჩრდილოეთ კორეის კრიზისის დაძლევაში.
7 ნოემბერს, სამხრეთ კორეაში მყოფმა დონალდ ტრამპმა დაჟინებით მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას „მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას“ იმის განსახილველად, რომ უარი თქვას მის ბირთვულ პროგრამაზე.
როგორც BBC წერს, წინანდელი ცეცხლოვანი რიტორიკისაგან განსხვავებით, ტრამპმა თქვა, რომ მას „ღმერთის იმედი აქვს“, რომ არ დასჭირდება შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ფხენიანის წინააღმდეგ გამოყენება.
„რია ნოვოსტის“ ცნობით კი, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის შეჯამებისას, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მხარეებს საგზაო რუკა შესთავაზეს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის პრობლემის დარეგულირებას უზრუნველყოფს. მოსკოვის და პეკინის პოზიციები ამ საკითხზე სავსებით თანხვედრაშია, ხოლო ვაშინგტონიდან, სეულიდან და ტოკიოდან საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაჭრის უალტერნატივობაზე ბოლო დროს საიმედო სიგნალები ისმის, აღნიშნა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.