ჩრდილო კორეელმა ხალხმა დონალდ ტრამპს სიკვდილი მიუსაჯა. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო გაზეთი იტყობინება.
ბრიტანული „ინდიფენდენტის“ თანახმად, სტატიაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას, როცა მან აზიაში ტურნეს დროს გაკიცხა მისი „სასტიკი დიქტატურა“ და ამის გამო ის მოკლული უნდა იყოს.
„ყველაზე საშინელი დანაშაული, რომელიც მას არასდროს შეიძლება რომ ეპატიოს, არის ის, რომ მან გაბედა ღვარძლიანად მიეყენებინა დარტყმა უზენაესი ლიდერის ღირსებისთვის“, წერს მმართველი პარტიის გაზეთი „როდონგ სინმუნი“.
„მან უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ საზიზღარი კრიმინალია - კორეელი ხალხის მიერ გასამართლებული“.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ტრამპი ლაჩარია, რადგან გააუქმა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ვიზიტი - გადაწყვეტილება, რომელიც „ინდიფენდენტის“ ცნობით, მან ცუდი ამინდის გამო მიიღო. მაგრამ AFP-ის ინფორმაციით, სტატია ამბობს, რომ ფაქტობრივად, პრეზიდენტი „ძალიან შეშინებული იყო პირისპირ დამდგარიყო ჩვენი ჯარისკაცების დაჟინებული მზერის წინაშე“.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პარლამენტისადმი სიტყვით მიმართვისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გააფრთხილა, რომ ნუ შეაფასებს არასათანადოდ ამერიკას და მის მოკავშირეებს. „ნუ გვცდი ჩვენ“, განაცხადა მან, მაშინ როცა ასევე დაგმო ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრების „ბნელი ფანტაზია“.
ტრამპმა, რომელიც აზიური ტურნეს ფარგლებში სამხრეთ კორეაში ორდღიან ვიზიტად იმყოფებოდა, 8 ნოემბერს, თავისი სიტყვა სეულში იმით დაიწყო, თუ რაოდენ წარმატებებს მიაღწია სამხრეთმა, ჩრდილოეთთან შედარებით, კორეის ომის შემდეგ. ჩრდილოეთ კორეის მდგომარეობა კი მან „ისტორიის ლაბორატორიაში ტრაგიკულ ექსპერიმენტს“ შეადარა.
რამდენიმე დღის შემდეგ კი, ტრამპმა „თვითერზე“ დაიჩივლა, რომ იგი არასოდეს უწოდებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს „დაბალს და მსუქანს“, მიუხედავად იმისა, რომ იგი მას „მოხუცს“ უწოდებს.
ჩრდილო კორეული გაზეთი, რომელიც მთავრობის იდეების გამხმოვანებელია, არაერთხელ დასხმია თავს ტრამპს აგრესიული ფორმებით. მან აშშ-ის პრეზიდენტს ერთხელ „ცოფიანი ძაღლი“ და „ფსიქოპატიც“ კი უწოდა და აღნიშნა, რომ ფხენიანს „ნებისმიერ მომენტში შეუძლია ნაცარტუტად აქციოს ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.