დონალდ ტრამპი: „რატომ მაყენებს შეურაცხყოფას კიმ ჩენ ინი იმით, რომ „მოხუცს“ მიწოდებს, მაშინ როცა მე არასოდეს ვუწოდებ მას „დაბალს და მსუქანს?“
12-11-2017, 14:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „თვითერზე“ დაიჩივლა, რომ იგი არასოდეს უწოდებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს „დაბალს და მსუქანს“, მიუხედავად იმისა, რომ იგი მას „მოხუცს“ უწოდებს.

 


„რატომ მაყენებს შეურაცხყოფას კიმ ჩენ ინი იმით, რომ „მოხუცს“ მიწოდებს, მაშინ როცა მე არასოდეს ვუწოდებ მას „დაბალს და მსუქანს?“ ოოჰ, რა გითხრათ, ძალიან მაგრად ვცდილობ, ვიყო მისი მეგობარი - და შესაძლოა ერთ დღეს ეს შეიძლება მოხდეს კიდეც!“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 


როგორც BBC იუწყება, მაშინ როცა პრეზიდენტი სოციალურ მედიაში აღნიშნულ განცხადებას აკეთებდა, სამი ამერიკული ავიამზიდი წყნარი ოკეანის დასავლეთით სამხედრო წვრთნებისკენ იღებდა გეზს, რაც ჩრდილოეთ კორეისთვის სიძლიერის ჩვენებას ემსახურება.

 


აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაურმა სკოტ სვიფტმა განაცხადა, რომ სამი ავიამზიდის მონაწილეობით წვრთნები რეგიონში 2007 წლის შემდეგ პირველად ტარდება.

 


წვრთნებში, რომელიც შაბათს დაიწყო და სამშაბათამდე გაგრძელდება, ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კორეის და იაპონიის გემები.

 


პრეზიდენტმა ტრამპმა კი არ გამორიცხა ჩრდილოეთ კორეასთან მეგობრული ურთიერთობა.

 


ვიეტნამში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვის - წარმოუდგენია თუ არა კიმთან მეგობრობა - პრეზიდენტმა თქვა: „ეს შესაძლოა უცნაური ამბავი იყოს, რომ მოხდეს, მაგრამ ეს შესაძლებელია.

 


„თუკი ეს ნამდვილად მოხდა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს კარგი ფაქტი იქნება, როგორც ჩრდილოეთ კორეისთვის, ასევე სხვა ბევრი ადგილისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.
ეს ისეთი რამაა, რომელიც შესაძლოა რომ მოხდეს. მე არ ვიცი, მოხდება თუ არა ეს, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან კარგი იქნებოდა“.

 


ტრამპი ვიეტნამიდან კვირას, მოგვიანებით მანილაში ჩავა, სადაც აზიის ხანგრძლივ ტურნეს დაასრულებს და იქედან შეერთებულ შტატებში დაბრუნდება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი