დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირის ლიდერებს „რუსეთის მსგავსი მტრული ქვეყნების“ შესახებ გააფრთხილებს და პირობას დადებს, რომ „ბრექსიტის“ შემდეგ დიდი ბრიტანეთი ევროპული უსაფრთხეობის ერთგული დარჩება.
როგორც BBC იუწყება, ბრიუსელში სამიტზე იგი იტყვის, რომ არსებითია, ევროპულმა ქვეყნებმა ერთად იმუშაონ „ჩვენი საერთო ღირებულებების და იდეალების დასაცავად“.
იგი ასევე განიხილავს „ბრექსიტის“ საკითხს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უფრო მეტი პროგრესი უდა აჩვენოს „გაყრის კანონპროექტთან“ დაკავშირებით, თუკი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ამ წელსვე უნდა დაიწყოს.
მოელიან, რომ პარასკევს მეი ხაზს გაუსვამს უსაფრთხოებისადმი გაერთიანებული მიდგომის აუცილებლობას იმ დროს, როცა დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს.
BBC-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი სამიტზე იტყვის: „სოფლის მეურნეობიდან დაწყებული - უკრაინაში, ტექნიკური სექტორით დამთავრებული - ბელარუსში, უზარმაზარი პოტენციალია აღმოსავლეთ სამეზობლოში, რომელზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და რომელიც უნდა განვავითაროთ.
„მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ ფხიზლად მტრული სახელმწიფოების ქმედებებისადმი, ისეთის, როგორიცაა რუსეთი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ პოტენციალს და ცდილობს ნაფლეთებად აქციოს ჩვენი კოლექტიური სიძლიერე.
„ეს სამიტი ხაზს უსვამს ევროპული ქვეყნების გადამწყვეტ მნიშვნელობას, იმუშაონ ერთად ჩვენი საერთო ღირებულებების და იდეალების დასაცავად.
„დიდი ბრიტანეთი შესაძლო ტოვებდეს ევროკავშირს, მაგრამ ჩვენ არ ვტოვებთ ევროპას, და ჩვენ უპირობოდ ერთგული ვრჩებით იმისა, რომ შენარჩუნდეს ევროპის უსაფრთხოება“.
გასულ კვირას, ტერეზა მეიმ ბრალი დასდო რუსეთის პრეზიდენტს არჩევნებში ჩარევასა და კიბერ-ჯაშუშობაში და განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის მთავრობა ცდილობს „ძირი გამოუთხაროს თავისუფალ საზოგადოებებს“.
მან თქვა, რომ ისინი „ნერგავენ ყალბ ამბებს“, რათა „დათესონ უთანხმოება დასავლეთში“, მაგრამ, დაამატა, რომ მაშინ, როცა დიდ ბრიტანეთს არ სურს „გაუთავებელი კონფრონტაცია“ რუსეთთან, ის დაიცავს მის ინტერესებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.