ტერეზა მეი ბრალს სდებს პუტინს არჩევნებში ჩარევასა და კიბერ-ჯაშუშობაში, თუმცა ამბობს: „არ მსურს დავუბრუნდეთ ცივ ომს ან ვიმყოფებოდეთ მუდმივი კონფრონტაციის მდგომარეობაში“
14-11-2017, 11:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ რუსეთს არჩევნებში ჩარევასა და კიბერ-ჯაშუშობაში დასდო ბრალი, რაც მისი მხრიდან ჯერჯერობით ყველაზე ძლიერი თავდასხმაა მოსკოვზე, წერს BBC.

 


ლონდონის მერის მიერ გამართულ ბანკეტზე საუბრისას მეიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის მთავრობა ცდილობს „ძირი გამოუთხაროს თავისუფალ საზოგადოებებს“.

 


მან თქვა, რომ ისინი „ნერგავენ ყალბ ამბებს“, რათა „დათესონ უთანხმოება დასავლეთში“, მაგრამ, დაამატა, რომ მაშინ, როცა დიდ ბრიტანეთს არ სურს „გაუთავებელი კონფრონტაცია“ რუსეთთან, ის დაიცავს მის ინტერესებს.

 


ტერეზა მეის კომენტარები მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდის იმ განცხადებებთან, რასაც გამუდმებით აკეთებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც არაერთხელ და განსაკუთრებით კი ბოლო დღეებში, აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტის პერიოდში კატეგორიულად უარყო ვლადიმერ პუტინის, რომელთანაც მას რამდენიმე ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა და თქვა, რომ დარწმუნებულია, „პუტინი ძალიან შეურაცხყოფილია“ ამგვარი ბრალდებებით.

 


ტერეზა მეიმ კრემლისადმი უმკაცრესი ბრალდებები მისი საგარეო მდივნის რუსეთში ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე გააჟღერა. ბორის ჯონსონი მოსკოვში ვიზიტს მომავალ თვეს გეგმავს.

 


BBC-ის ცნობით, ლონდონის მერიის ოფიციალურ რეზიდენციაში თავის მთავარ საგარეო პოლიტიკის სიტყვაში, მეიმ პრეზიდენტ პუტინისთვის „ძალიან მარტივი გზავნილი“ გააჟღერა და თქვა, რომ მან უნდა აირჩიოს მკვეთრად „განსხვავებული გზა“ იმისაგან, რა ნაბიჯებიც გადაიდგა მოსკოვისგან ბოლო წლებში - მის მიერ ყირიმის ანექსია, უკრაინაში კონფლიქტის გაღვივება და ევროპის გასწვრივ მთავრობებსა და პარლამენტებზე კიბერ-თავდასხმების წამოწყება.

 


რუსეთი შეიძლება იყო დასავლეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ის „კანონებით ითამაშებს“, თქვა მეიმ.

 


„რუსეთმა არაერთხელ დაარღვია რამდენიმე ევროპული ქვეყნის საჰაერო სივრცე და ორგანიზება გაუკეთა კიბერ ჯაშუშობის და დესტრუქციის მტკიცე კამპანიას. ეს მოიცავდა არჩევნებში ჩარევას და ჰაკერულ თავდასხმას დანიის თავდაცვის სამინისტროზე და ბუნდესტაგზე, სხვა მრავალთა შორის.

 


„ჩვენ ვიცით თუ რას აკეთებთ, და თქვენ ვერ მიაღევთ წარმატებას, რადგან სათანადოდო ვერ აფასებთ ჩვენი დემოკრატიების სიმტკიცეს და სიცოცხლისუნარიანობას, თავისუფალი და ღია საზოგადოებების გამძლე მიმზიდველობას და დასავლური სახელმწიფოების ერთგულებას ალიანსებისადმი, რაც გვკრავს ჩვენ“, განაცხადა ტერეზე მეიმ.

 


მან აღნიშნა, რომ მაშინ როცა დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი და ახალი კურსი მოხაზა მსოფლიოში, ის აბსოლუტურად ერთგული დარჩა ნატოსადმი და „ბრექსიტის“ შეთანხმების უზრუნველყოფისადმი, რაც „აძლიერებს ჩვენ ლიბერალურ ღირებულებებს“, დაამატა რა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ძლიერი ეკონომიკური პარტნიორობა იქნება ბასტიონი რუსეთის აგიტაციის წინააღმდეგ ევროპაში.

 


ბორის ჯონსონმა, რომელიც მისი საგარეო მდივნის პოსტზე დანიშვნიდან პირველ ვიზიტს მომავალ თვეს განახორციელებს რუსეთში, განაცხადა, რომ ათწლეულის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთისადმი უნდა იყოს „ფრთხილად ყოფნა, მაგრამ მოლაპარაკებებში ჩართვა“.

 


თუმცა, როგორც BBC შენიშნავს, მან ნოემბრის დასაწყისში პარლამენტის წევრებს უთხრა, რომ არ უნახავს რაიმე სამხილი იმისა, რომ რუსეთი ცდილობდა ბრიტანეთის არჩევნებში ან 2016 წლის „ბრექსიტის“ კენჭისყრაში ჩარევას.

 


ფრაგმენტები ისევ ტერეზა მეის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან:

 


„ჩვენ საჭირო ქმედებას განვახორციელებთ რომ შევაკავოთ რუსული აქტივობა, მაგრამ ეს არაა ის, სადაც ჩვენ გვინდა ვიყოთ და არაა ის ურთიერთობა, რაც ჩვენ რუსეთთან გვინდა. ჩვენ არ გვურს დავუბრუნდეთ ცივ ომს ან ვიმყოფებოდეთ მუდმივი კონფრონტაციის მდგომარეობაში. როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, რუსეთს გააჩნია გავლენა და პასუხისმგებლობა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო სტაბილურობის ხელშესაწყობად.

 


„რუსეთს შეუძლია და იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც აირჩევს განსხვავებულ გზას. მაგრამ თუკი ეს ასე არ იქნება, ჩვენ ვიმოქმედებთ ერთად, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები და საერთაშორისო წესრიგი, რომელზეც ისინი დამოკიდებული არიან“, განაცხადა ტერეზა მეიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი