სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს.
მისივე განცხადებით, გამოძიებამ ყველა იმ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რომელიც წარმოიშვა საზოგადოებაში.
„როგორ მოხვდა ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე?! გამოძიებამ ყველა იმ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რომელიც წარმოიშვა სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში საზოგადოებას უფრო მეტი დეტალი ეცოდინება ხელისუფლებისგან. ტერორიზმში ბრალი აჰმედ ჩატაევს ორი წლის წინ წაუყენეს, შესაბამისად მანამდე მას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იცავდა. მას ლტოლვილის სტატუსი მისცა ავსტრიის ხელისუფლებამ და შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაცია მისი ტერორიზმთან კავშირის შესახებ მანამდე არ არსებობდა. ნებისმიერი უფლებადამცველის დამოკიდებულება უნდა იყოს მსგავსი და დაიცვას ნებისმიერი ადამიანი. იქ სხვა სახის დარღვევებზე იყო საუბარი. როგორც იცით, მას ბრალი არ დაუდასტურდა და საბოლოო ჯამში, გამამართლებელი განაჩენი დადგა", განაცხადა სახალხო დამცველმა.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი შეიძლება იყოს, თუმცა ზუსტი პასუხი ექსპერტიზის შემდეგ იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.