ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი შეიძლება იყოს, თუმცა ზუსტი პასუხი ექსპერტიზის შემდეგ იქნება
26-11-2017, 16:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არის თუ არა გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის საერთაშორისო ტერორისტად გამოცხადებული ახმედ ჩატაევი, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, რომლის თქმითაც, საგამოძიებო და საექსპერტო საქმიანობაში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთო.

 


„ახალი დეტალები, გამოძიებიდან გამომდინარე, რთულია, ვერ ვისაუბრებ ჯერ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩაერთო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკული მხარე, ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები, მათ ჩვენზე მეტად ძლიერი გამოცდლი სამსახურები ჰყავთ - საექსპერტო მიმართულებითაც და ასევე საგამოძიებო მიმართულებითაც და ერთობლივად ვაწარმოებთ გამოძიებას“, განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს.

 


შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ერთ-ერთი გადაცვლილი ახმედ ჩატაევია, სუს-ის ხელმძღვანელმა უპასუხა: „ნუ, რა თქმა უნდა, ეჭვი არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება იყოს, თუმცა დადასტურებით, ექსპერტიზების შემდეგ, როცა გაკეთდება დნმ-ის ანალიზი, იქიდან გამომდინარე უკვე გვექნება ზუსტი პასუხი: ეს ჩატაევი იყო, თუ არ იყო. ჯერ წინასწარ ვერ ვიტყვი, იქედან გამომდინარე რომ გამოძიება მიმდინარეობს. იყო ოპერატიული ინფორმაციები, რომ რაღაც მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმვა მიდიოდა. მე მგონი ავიცილეთ თავიდან“, აღნიშნა გომელაურმა.

 

კომენტარები: 1
#1   ზვიად
      
ბატონო ვახტანგ, თქვენ პიროვნულად დიდად გაფასებთ მაგრამ სამ მიცვალებულში ცალხელა და ცალფეხა ჩატაევი არის თუ არა, აქამდე თუ ვერ გაარკვიეთ, ცუდათ ხომ არა ხართ ჯამრთელობაზე? თუ გგონიათ რომ მთელი საქართველოსა და მსოფლიოს საზოგადოებაა ავად და თქვენს დაბნეულობას (და არაპროფესიონალურ ტაქტიკას) და სიცრუეს, ტყუილებს დაიჯერებს, მე გეუბნებით ეს სპეცოპერაცია ჩაატარეთ ზუსტად მიშა სააკაშვილის ხელწერით და სხვა სპეცსამსახურის დაკვეთით (დიდი ალბათობით სრულიად უდანაშაულო ხალხზე)
27 ნოემბერი 2017 08:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი