გერმანელი მერი, ქალაქში იმიგრანტების დიდი რაოდენობით შეშვების გამო, კისრის არეში დანით დაჭრეს
28-11-2017, 17:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დასავლეთ გერმანიის ქალაქ ალტენას კონსერვატორ მერს საქაბაბეში ცივი იარაღით დაესხნენ თავს, რაც მის ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას უკავშირდება. BBC-ის ცნობით, მას დანა კისრის არეში ჩაარტყეს, თუმცა იგი სიკვდილს გადაურჩა. დაჭრილი მერი საავადმყოფოში მოათავსეს.

 


ჩრილოეთ რეინ-ვესტფალიას ქალაქი ალტენა კარგად არის ცნობილი იმით, რომ იმაზე მეტი მიგრანტი მიიღო, ვიდრე ეს კვოტით იყო განსაზღვრული.

 


„უსაფრთხოების სამსახურები დარწმუნებული არიან, რომ ინციდენტს პოლიტიკური მოტივი გააჩდა“, განაცხადა ჩრილოეთ რეინ-ვესტფალიას პრემიერმა არმინ ლასჩეტმა.

 


ქალაქ ალტენას მერი კანცლერ ანგელა მერკელის „სოციალ-დემოკრატიული კავშირის“ წარმომადგენელია.

 


გერმანული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი, რომელიც ახლა პატიმრობაში იმყოფება, ორშაბათ ღამით, თავდასხმის მომენტში, მერის თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ გატარებული პოლიტიკისადმი კრიტიკულ გამონათქვამებს გაჰყვიროდა.

 


„თვითერზე“ მერკელმა დაგმო თავდასხმა (გერმანულ ენაზე). „აღშფოთებული ვარ, მერ ანდრეას ჰოლშტეინზე დანით განხორციელებული თავდასხმის გამო და ძალიან შვებამოგვრილი, რომ მას შეუძლია თავის ოჯახში დაბრუნება. მადლობა ასევე მათ, ვინც მას დაეხმარა“.

 


ანგელა მერკელმა 2015-2016 წლებში, ევროპის საიმიგრაციო კრიზისის დროს გერმანიაში მილიონზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი მიიღო და ამგვარი ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის გამო დიდი კრიტიკა დაიმსახურა, ხოლო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში კი მისმა კონსერვატიულმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკმა ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა და შესაბამისად, პარლამენტში 65 ადგილი დაკარგა, რის გამოც გერმანიაში კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე ერთი კვირის წინ გამართულმა მოლაპარაკებებმა კრახი განიცადა მას შემდეგ, რაც თავისუფალი ბაზრის მომხრე ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატების პარტია“ პროცესს გამოეთიშა, რაც ანგელა მერკელის 12-წლიანი მმართველობის ყველაზე საშინელ კრიზისად დასახელდა, მიუხედავად ამისა მერკელმა განაცხადა, რომ ურჩევნია ახალი არჩევნები ჩატარდეს, ვიდრე უმცირესობის მთავრობას გაუძღვეს, მისი პოსტიდან გადადგომის მიზეზს კი ვერ ხედავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი