ანგელა მერკელის 12-წლიანი მმართველობის ყველაზე საშინელი კრიზისი - გერმანიაში კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებმა კრახი განიცადა
20-11-2017, 11:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიაში კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებმა კრახი განიცადა მას შემდეგ, რაც თავისუფალი ბაზრის მომხრე ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატების პარტია“ პროცესს გამოეთიშა.

 


როგორც BBC იუწყება, „თავისუფალი დემოკრატების პარტიის“ ლიდერმა ქრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ კანცლერ ანგელა მერკელის კონსერვატიულ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკისადმი „ნდობის საფუძველი“ არ არსებობს.

 


„უმჯობესია არ მართო, ვიდრე მართო მცდარად. ნახვამდის!“, განაცხადა ლინდნერმა.

 

 

მერკელის ბლოკმა სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა.

 


პარლამენტში თავისი პირველი ადგილების მოპოვების შემდეგ ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტურმა პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პირობა დადო, რომ იბრძოლებს „უცხოელების გერმანიაში შემოსევის“ წინააღმდეგ.

 


მერკელმა განაცხადა, რომ იგი წუხილს გამოხატავს მოლაპარკებების კოლაფსის გამო და აღნიშნა, რომ ორშაბათს, მოგვიანებით, შეხვდება გერმანიის პრეზიდენტს, რომ ოფიციალურად მოახსენოს მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ.

 


„ეს არის ღრმა ჩაფიქრების დღე, თუ როგორ უნდა წახვიდე წინ გერმანიაში. როგორც კანცლერი, მე გავაკეთებ ყველაფერს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ქვეყანა კარგად იყოს მართული მომავალი რთული კვირების განმავლობაში“, განაცხადა მერკელმა.

 


როგორც BBC წერს, მას შეუძლია უმცირესობის მთავრობის ფორმირება „მწვანეებთანაც“ მოახდინოს, რომელთაც ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 


გერმანიის ყოველდღიურმა გამოცემამ, „Frankfurter Allgemeine Zeitung“-მა მოვლენების განვითარებას მერკელის 12-წლიანი მმართველობის ყველაზე საშინელი კრიზისი უწოდა.

 


პარტიები, რომლებიც მოლაპარკებებში იყვნენ ჩართულნი, ღრმად არიან დაყოფილნი გადასახადების, თავშესაფრის მაძიებელთა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის თაობაზე.

 


როგორც BBC-ის კორესპონდენტები ბერლინიდან იუწყებიან, ყველაზე ცხარე კამათი იმაზე წარიმართა, უნდა მიეცეთ თუ არა სირიელ ლტოლვილებს უფლება გერმანიაში თავიანთი ოჯახების წევრები ჩამოიყვანონ.

 


მერკელის კონსერვატიული ბლოკი, ულტრა-მემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საარჩევნო წარმატების გამო, მათდამი მზრუნველობის გამოჩენით, ფრთხილობს და აცხადებს, რომ საჭიროა მორატორიუმის გაგრძელება ე.წ. ოჯახის ხელახლა შეერთებაზე.

 


პარლამენტში მეორე ყველაზე დიდმა პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ კი გამორიცხეს მერკელთან ერთად კოალიციურ მთავრობაში დაბრუნება.

 

 

როგორია გერმანიის პარლამენტის ახალი შემადგენლობა: 

 

„ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი 246 ადგილი (-65).  „სოციალ-დემოკრატები“ 153 (-40); მემარცხენეები 69(+5); მწვანეები 67 (+4);  „თავისუფალი დემოკრატების პარტია“ 80 (+80); „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 94 (+94) - ჯამში 709 ადგილი. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი