„მოვისმინე ქალბატონი იუსტიციის მინისტრის შეფასება და გამახსენდა ჩრდილოეთ კორეის სატელევიზიო წამყვანი, რომელმაც ბრაზილიასთან მატჩში ჩრდილოეთ კორეის გუნდი გამარჯვებულად გამოაცხადა. სინამდვილე არის აბსოლუტურად საპირისპირო“, აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლება მერაბიშვილის პატიმრობას მისგან ინფორმაციის გამოძალვის მიზნით იყენებდა.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობას ხელისუფლება იყენებდა მისგან ინფორმაციის გამოძალვის მიზნით, ყოფილი მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს სთხოვდნენ პარტიის თავმჯდომარის და ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ხანგრძლივი პატიმრობით ემუქრებოდნენ“, განაცხადა ოთარ კახიძემ.
თეა წულუკიანის თქმით, ვერავითარი ტიპის სამართლებრივ გადაწყვეტილებებს ქვეყნის შიგნით ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ, გარდა კომპენსაციის გადახდისა, დიდი პალატის გადაწყვეტილება ვერ იწვევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.