თეა წულუკიანი: ვერავითარი ტიპის სამართლებრივ გადაწყვეტილებებს ქვეყნის შიგნით ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ, გარდა კომპენსაციის გადახდისა, დიდი პალატის გადაწყვეტილება ვერ იწვევს
28-11-2017, 17:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე, ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება.

 

 

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მერაბიშვილთან დაკავშირებით დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი, „ვერავითარი ტიპის სამართლებრივ გადაწყვეტილებებს ქვეყნის შიგნით ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ, გარდა კომპენსაციის გადახდისა, ვერ იწვევს".

 

 

„17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდებოდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე, იყო კანონიერი. სასამართლომ ასევე მისი გადაწყვეტილების 170-ე პარაგრაფში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს არ წარმოადგენდა ვანო მერაბიშვილის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პატიმრობის კანონიერების განხილვა. დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის მიერ გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით დაადგინა შემდეგი: ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლი და რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება იყო კანონიერი; ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა 5.1 პირველი მუხლი და რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე იყო კანონიერი;

 

 

ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.3 მუხლი, რაც შეეხება ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტს და რომ ამ მხრივ, 2013 წლის მაისის სასამართლო გადაწყვეტილებები იყო ევროპული კონვენციის შესაბამისი; ასევე, ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის 5.3 მუხლი 2013 წლის სექტემბერში, როდესაც მერაბიშვილმა იშუამდგობლა წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის შესახებ და მოსამართლემ ისე, რომ არ დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება, ეს შუამდგომლობა ზეპირად უარყო და ეს, რა თქმა უნდა, მოსამართლის მხრიდან ჩაითვალა კონვენციის დარღვევად; მე-18 მუხლთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, დიდი პალატის 17 მოსამართლის ხმები სერიოზულად გაიყო და 9 ხმით, 8 ხმის წინააღმდეგ დადგინდა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი იმ ერთი ინციდენტიდან გამომდინარე, რომელიც ეხება 2013 წლის 14 დეკემბრის ღამით ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს.

 

 

ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამავე მე-18 მუხლთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ საკმაო დრო და ადგილი დაუთმო თავისი გადაწყვეტილებაში იმის განხილვას, ემსახურებოდა თუ არა მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მის ჩამოცილებას პოლიტიკისგან და დაადგინა, რომ ეს პატიმრობა არ ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზანს და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ამ ნაწილში მერაბიშვილის არგუმენტებს ვერ გაიზიარებდა. შესაბამისად, ყველანაირი მტკიცება, სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა რომელიმე მომენტში პოლიტიკურ შეფერილობას ატარებდა, არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად და დასაბუთებულად უარყოფითი. ასე უნდა აღინიშნოს, რომ ღამით საკნიდან გაყვანის ფაქტს, 9 მოსამართლემ დაუჭირა მხარი, ანუ უმრავლესობამ, ხოლო 8 იყო წინააღმდეგი. ამ 8 მოსამართლემ, რომელმაც ამ დარღვევას არ მისცა ხმა, გადაწყვეტილებას დაურთო განსხავებული აზრი და ახსნა თუ რატომ არ დაეთანხმა ამ დარღვევის დადგენას", განაცხადა თეა წულუკიანმა, რომლის ინფორმაციით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ივანე მერაბიშვილისთვის მორალური კომპენსაციის სახით გადახდილ იქნეს თანხა 4000 ევროს ოდენობით. თავად მომჩივანი ითხოვდა 15000 ევროს;

 


მისი ადვოკატებისთვის ჰონორარის სახით მოთხოვნილი თანხების ნაწილში მომჩივნის შუამდგომლობა სრულად იქნა უარყოფილი და ამ ნაწილში სასამართლომ კომპენსაცია მომჩივნის ადვოკატებს არ მიანიჭა. ბრიტანელი ადვოკატები ითხოვდნენ 29 775 გირვანქა სტერლინგის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან ჰონორარის სახით, ხოლო ოთარ კახიძე, ასევე ითხოვდა ჰონორარის სახით სახელმწიფოსგან 43 641 აშშ დოლარის ანაზღაურებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი