არჩილ თალაკვაძე: ქვეყნის იმიჯისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სისტემური დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს
29-11-2017, 16:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავებაში პოლიტიკური მოტივი და მისი პოლიტიკიდან ჩამოცილების მოტივი არ ყოფილა.

 

 

თალაკვაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა დეპუტატ ოთარ კახიძეს, რომლის განცხადებითაც, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლება მერაბიშვილის პატიმრობას მისგან ინფორმაციის გამოძალვის მიზნით იყენებდა.

 

 

„ერთი ნაწილი მესმის, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. მთელი დემოკრატული სამყარო სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს, მეორეს მხრივ კი დავინახე, რა მოხდენილად შეაცურე სტრასბურგის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური მოტივი და პოლიტიკური ნიშნით დევნა ახსენე. სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავებაში პოლიტიკური მოტივი და მისი პოლიტიკიდან ჩამოცილების მოტივი არ ყოფილა. ქვეყნის იმიჯისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სისტემური დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს”, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი