ოთარ კახიძე: მოვისმინე ქალბატონი იუსტიციის მინისტრის შეფასება და გამახსენდა ჩრდილოეთ კორეის სატელევიზიო წამყვანი, რომელმაც ბრაზილიასთან მატჩში ჩრდილოეთ კორეის გუნდი გამარჯვებულად გამოაცხადა
29-11-2017, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოვისმინე ქალბატონი იუსტიციის მინისტრის შეფასება და გამახსენდა ჩრდილოეთ კორეის სატელევიზიო წამყვანი, რომელმაც ბრაზილიასთან მატჩში ჩრდილოეთ კორეის გუნდი გამარჯვებულად გამოაცხადა. სინამდვილე არის აბსოლუტურად საპირისპირო“, აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლება მერაბიშვილის პატიმრობას მისგან ინფორმაციის გამოძალვის მიზნით იყენებდა.

 

 

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობას ხელისუფლება იყენებდა მისგან ინფორმაციის გამოძალვის მიზნით, ყოფილი მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს სთხოვდნენ პარტიის თავმჯდომარის და ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ხანგრძლივი პატიმრობით ემუქრებოდნენ“, განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

 

თეა წულუკიანის თქმით, ვერავითარი ტიპის სამართლებრივ გადაწყვეტილებებს ქვეყნის შიგნით ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ, გარდა კომპენსაციის გადახდისა, დიდი პალატის გადაწყვეტილება ვერ იწვევს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი