საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა, სადაც დეპუტატი, დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ კი, შალელაშვილს მედიის წარმომადგენლებთან არ დაუკონკრეტებია, თუ რის გამო იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
შალელაშვილმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სუს-ში „პირად საკითხებზე" სასაუბროდ მივიდა. მის უწყებაში მისვლას კი, წინ დეპუტატის მიერ პრემიერ მინისტრისადმი მიმართვა უძღოდა.
უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ სუს-ში მისვლა აღნიშნულს არ უკავშირდება.
შოთა შალელაშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრს ინიციატივით მიმართა, „რაც შეიძლება მოკლე დროში“ დაუჭიროს მხარი პრეზიდენტ ტრამპის მიერ ოთხშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით და ამით, ქვეყანამ გამოიყენოს „ისტორიული შანსი აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას“.
შალელაშვილის ღია წერილს დღეს მთავრობის მეთაური გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ მინისტრისთვის, მისთვის მიუღებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.