საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი მიმართავს გიორგი კვირიკაშვილს „რაც შეიძლება მოკლე დროში“ აღიაროს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად
07-12-2017, 12:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრს ინიციატივით მიმართავს, „რაც შეიძლება მოკლე დროში“ დაუჭიროს მხარი პრეზიდენტ ტრამპის მიერ ოთხშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით და ამით, ქვეყანამ გამოიყენოს „ისტორიული შანსი აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას“.

 


„ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბატონმა დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ისრაელის სახელმწიფოს მიმართ უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტმა უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ უპირობო მხარდაჭერა გამოხატა.

 


„მოგმართავთ ინიციატივით, რაც შეიძლება მოკლე დროში, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად საქართველოს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოს. დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რაც დაადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ. ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მყისიერად მოუტანს დივიდენდებს ჩვენ ქვეყანას.

 


მე მჯერა თქვენი, როგორც გონიერი და მტკიცე ხასიათის მქონე პოლიტიკური ლიდერის, რომელიც ადეკვატურ შეფასებას მისცემს საკითხის მნიშვნელობას, სწორად შეაფასებს მის მასშტაბურობას და საქართველო, თქვენი უშუალო მეთაურობით, გახდება უმნიშვნელოვანესი მსოფლიო პოლიტიკური პროცესის მხარდამჭერი და მონაწილე აშშ-თან ერთად.

 


ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პარლამენტი მხარს დაუჭერს“, წერს შალელაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი