საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმე უკრაინის შიდაპოლიტიკური საკითხია.
„ეს არის უკრაინის შიდაპოლიტიკური საკითხი და რა თქმა უნდა, შეფასებები უკრაინელმა პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ. სამართლებრივი საკითხები, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს, საქართველოსა და უკრაინის პროკურატურას შორის თანამშრომლობის თემაა. იცით, რომ ამაზე ოფიციალური კომუნიკაცია არსებობდა. სისხლისსამართლებრივი საქმეები არსებობს და შესაბამისი მოთხოვნა საქართველოს პროკურატირას აქვს გადაგზავნილი უკრაინის შესაბამის ორგანოებთან“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უკრაინის სასამართლომ ქვეყნის პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობიდან გაათავისუფლა, რომლის გასაჩივრების ვადად მოსამართლემ 5 დღე დაასახელა.
სააკაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რიმ მისი გათავისუფლების მიზეზი ხალხის ის რაოდენობა გახდა, რომელიც მის მხარდასაჭერად კიევის ქუჩებში გამოვიდა. „დღეს სასამართლომ არ შეასრულა მათი ბრძანება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან უკრაინაში ყველაფერი არ არის დაკარგული“, თქვა სააკაშვილმა მედიასთან საუბრისას.
„ხალხის შეეშინდათ, ეს არის დიდი გამარჯვება”, დაამატა მან.
სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ იგი, როგორც სიმბოლო, ისე დააპატიმრეს. „პუტინს ასეთი სიმბოლო ხადარკოვსკი ჰყავდა. იანუკოვიჩისთვის სიმბოლო იულია [ტიმოშენკო] იყო, პოროშენკოსთვის სიმბოლო რატომღაც მე გავხდი. მე სრულებით არ მახარებს ეს“.
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს თქმით, ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.