საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილი ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც.
„ვიტყვი იგივეს, რასაც ვამბობმდი ბოლო დღეების განმავლობაში – ეს არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივი პროცესზე კომენტარები შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ. პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არ მგონია სწორი, მე, პირადად, თავს შევიკავებ.
როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს ბატონი სააკაშვილის შემთხვევაშიც“, განაცადა თამარ ჩუგოშვილმა.
უკრაინის სასამართლომ ქვეყნის პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობიდან გაათავისუფლა, რომლის გასაჩივრების ვადად მოსამართლემ 5 დღე დაასახელა.
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს თქმით, ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.