„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პარტია დედაქალაქის შემდეგ, ხელმოწერების შეგროვებას საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გეგმავს.
„დღეიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომლის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. იმ პროცესებს, რომლებსაც თვალ-ყურს ვადევნებთ, არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლოსთან და სამართალთან ისევე, როგორც არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან ქართულ სასამართლოს. ეს პროცესები ანგრევს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ძირს უთხრის სახელმწიფოს ინსტიტუტებს”, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.
პარტიამ ხელმოწერების შეგროვების გადაწყვეტილება 9 დეკემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.