„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის „პოლიტიკური დევნის შეწყვეტის“ მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
09-12-2017, 21:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

 

 

აღნიშნული განცხადება პარტიის ოფისში გამართული პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.

 

 

„თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს", აღნიშნა ნიკა მელიამ, რომლის თქმითაც, „მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა დემოკრატიასთან შეუსაბამოა".

 

 

„ამგვარი ქმედება განსაკუთრებულად აღმაშფოთებელია ქართველი და უკრაინელი ხალხის ისტორიული მეგობრობის და პუტინის რუსეთთან ერთობლივი ბრძოლის ფონზე....

 

 

მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ორი ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი, მოვითხოვოთ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებისგან, შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურო დევნა და ის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდეს....

 

 

ივანიშვილის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, კარგად დაფიქრდეს, გააცნობიეროს უკიდურესად მძიმე შექმნილი ვითარება, რომელიც მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგია და შეწყვიტოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება მიიღებს სამოქალაქო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით", განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი