„სიტროენ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა, გია გაჩეჩილაძის სიძემ, გიორგი შარაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე განცხადება შეიტანა.
როგორც „სიტროენ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტაცია, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიიტანა, კონკურენციის სააგენტოში უკვე წარდგენილია და სურს, რომ მას პრემიერი გაეცნოს.
„დაველოდები კონკურენციის სააგენტოს, რომელიც გაგვცემს ამ თემაზე სრულ პასუხს. ჩვენ რა ინფორმაციაც წარვადგინეთ დღეს და საერთოდ რა ინფორმაციასაც ვფლობთ, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია მოძიებულია SPA.GE -დან, ეს არის შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი. ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ ამოიკითხოთ ვებგვერდიდან, რომ მეტი სპეკულაცია არ გავაკეთოთ ამ საკითხზე, ვიდრე კონკურენციის სააგენტო არ გაავრცელებს ინფორმაციას.
შესყიდვების სააგენტოში ზუსტად ჩანს, თუ რატომ და როგორ მოვხდით ჩვენ შავ სიაში და რამდენად მიკერძოებული იყო ეს ყველაფერი“, განაცხადა შარაშიძემ, რომელმაც ასევე გამოთქვა იმედი, რომ კონკურენციის სააგენტო მიუკერძოებელი იქნება.
„იმედი რომ არ გვქონდეს ობიექტური დასკვნის, ხომ არ შევიტანდით, იმედს ვიტოვებთ, რომ კონკურენციის სააგენტო მიუკერძოებელი დარჩება“, განაცხადა შარაშიძემ.
იგი პრემიერ მინისტრის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა:
„როდესაც პრემიერი ამბობს, რომ გადადგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დადასტურდა, ეს არის წნეხი უკვე იმ ყველა ორგანოზე, ვინც ეს უნდა გამოიძიოს“.
გია გაჩეჩილაძემ სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია „სიტროინ ჯორჯიამ“ უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს და ამ კომპანიების უკან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დგას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.