პრემიერი: თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა - თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს გია გაჩეჩილაძე და ბოდიში მოუხადოს ყველას
13-12-2017, 12:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გია გაჩეჩილაძეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს ყველას, მათ შორის მეც და ტარიელ ხეჩიკაშვილსაც, ასე პასუხობს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძის ბრალდებებს.

 

 

მისი თქმით, გაჩეჩილაძის მიერ ნახსენებ ტენდერთან დაკავშირებით კანონი ზედმიწევნით იყო დაცული.

 

 

„დაწვრილებით გავეცანი გია გაჩეჩილაძის გუშინდელ გამოსვლას. ჩემთვის, ნამდვილად, ძალიან სამწუხარო იყო იმის ნახვა, რაც მე ვნახე და მოვისმინე. მან აბსოლუტურად დაუსაბუთებლად პირადი შეურაცხყოფები მიაყენა იმ ადამიანებს და გუნდის წევრებს, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ. ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით, მათ შორის გიაც, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ადამიანის ღირსება დაგვეცვა. სამწუხაროდ მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. მე არ შემიძლია მოვისმინო ქება ადამიანისგან და ეს ქება კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, როდესაც ის შეურაცხყოფილად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს. მე დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა. ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ როდესაც ის მე დამიკავშირდა, მე რა თქმა უნდა მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ მომხდარიყო ისე, რომ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი და ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის. რა თქმა უნდა შემდეგ გავეცანი ამ საქმეს და მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ის ბიზნეს ჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა, თუ დღეს გააჩნია, როგორ არის შეგიძლიათ გაარკვიოთ, ის არაფერ შუაში არ იყო ამ ტენდერთან. სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. მეორე ის, რომ კანონი იყო ზედმიწევნით დაცული და მე მოვითხოვ, რომ მან მიმართოს კონკურენციის სააგენტოს. სააგენტოსაც შეუძლია მიმართოს, მაგრამ რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი, მიმართოს სასამართლოს. თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მე მზად ვარ ავიღო ნებისმიერი პასუხისმგებლობა, მათ შორის, დავტოვო კიდევაც ჩემი თანამდებობა და თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის დაცვით ჩატარებული, გამობრძანდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და მოუხადოს ბოდიში ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს და ყველას, მათ შორის მეც. ტარიელი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და მას არასოდეს არ შეურევია თავისი სახელმწიფოებრივი საქმიანობა და ბიზნესსაქმიანობა. მან თავისი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი გააკეთა. გააკეთა ის, რომ დასრულდა ეს გაუთავებელი კონფლიქტები სპორტულ ფედერაციებში, წამოიწყო ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა ახალგაზრდებისთვის და ჩემთვის არის მიუღებელი რომ ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ, არ მჭირდება ეგეთი ქება წაიღოს თავისი სიტყვები უკან", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

გია გაჩეჩილაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი