„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „ძალიან ნიჭიერი პიროვნებაა“ და მისი, როგორც მთავარი პოლიციელის როლის გართმევა „ძალიან სერიოზული იქნება“ მის სამომავლო კარიერაში, ამაში იგი მინისტრს წარმატებას უსურვებს და აღნიშნავს, რომ გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროს საქართველოს ეკონომიკაში სერიოზული ძვრები მოხდა და „3%-დან ლამის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს“.
რუსთავი 2“-ის გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის მიერ დასმულ შეკითხვაზე - „როგორ უყურებთ გიორგი გახარიას, როგორც მომავალ პრემიერს? - ქუცნაშვილმა ასე უპასუხა:
„მე ასე ვფიქრობ, რომ ეს გიორგის [გახარიას] პოლიტიკურ კარიერაში სერიოზული გამოცდაა. ძალიან ნიჭიერი პიროვნებაა. ის იყო ენერგოომბუდსმენი, ბიზნესომბუდსმენიც. ის იყო ეკონომიკის მინისტრი და ეკონომიკას შეეტყო უკვე, ვთქვათ, რომ 3%--დან ლამის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ლამის 2-ჯერ მეტი, ვიდრე პროგნოზირებული იყო ეს და ეს მისი გადაწყვეტილებების შედეგია. თუ ამ პოსტზე ის ღირსეულად გაართმევს თავს და მე მას, ისე როგორც მთავრობის ყველა წევრს, ვუსურვებ წარმატებას, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული... ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და მე მას წარმატებას ვუსურვებ ამ გამოწვევის წინააღმდეგ“, განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ამავე გადაცემაში ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.