ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ აშშ „ისეთი რევიზიონისტი სახელმწიფოების მხრიდან, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, მზარდი საფრთხეების“ წინაშე დგას
20-01-2018, 11:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი ფოკუსირების საგანი ახლა დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობაა და არა ტერორიზმი.

 

 

შეერთებული შტატები „რევიზიონისტი სახელმწიფოების მხრიდან, ისეთი ერთმანეთისაგან განსხვავებული ქვეყნებისაგან, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, მზარდი საფრთხეების“ წინაშე დგას, თქვა მატისმა, რითაც მან, როგორც BBC წერს, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გაამჟღავნა.

 

 

რუსეთისადმი აშკარა მინიშნებისას მან გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა „დემოკრატიაში ამერიკის ექსპერიმენტის საფრთხის“ წინააღმდეგ.

 

 

„თუ შენ გამოგვიწვევ ჩვენ, ეს იქნება შენი ყველაზე გრძელი და უარესი დღე“, გააფრთხილა მან რუსეთი.

 

 

შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ არ დასრულება გამოძიება, რომელიც ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო საიდუმლო შეთანხმების საკითხებს არკვევს.

 

 

ვაშინგტონში საუბრსისას მატისმა ასევე მიმართა კონგრესს ადეკვატურად დააფინანსოს სამხედრო უწყება და თავი შეიკავოს აშშ-ის ფედერალურ ბიუჯეტში „გაურკვეველი და ავტომატური შემცირებებისაგან“.

 


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაცვის ხარჯების 10%-ით გაზრდას ცდილობს და მის მიერ წარდგენილ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში სამხედრო სფეროს დაფინანსება 54 მილიარდი აშშ დოლარითაა გაზრდილი. მას იმედი აქვს, რომ ახალი ბიუჯეტი სხვა სფეროებში, მათ შორის უცხოური დახმარების მიმართულებით შემცირებების ხარჯზე დამტკიცდება.

 

 

მას შემდეგ რაც სენატმა თანხმობა არ განაცხადა ახალი ბიუჯეტის მიღებაზე, შეერთებული შტატების მთავრობამ ფედერალურ დონეზე მუშაობა შეაჩერა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი