შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა დაიხურა, რაც პირველი შემთხვევაა აშშ-ის ისტორიაში ისეთ პირობებში, როცა ერთი და იგივე პარტია აკონტროლებს კონგრესის ორივე პალატას და თეთრ სახლს
20-01-2018, 10:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მას შემდეგ რაც სენატმა თანხმობა არ განაცხადა ახალი ბიუჯეტის მიღებაზე, შეერთებული შტატების მთავრობამ ფედერალურ დონეზე მუშაობა შეაჩერა.

 


კენჭისყრის გამართვამდე რამდენიმე წუთით ადრე სენატში „რესპუბლიკელებსა“ და დემოკრატებს“ შორის გამართული შეხვედრის მიუხედავად, მათ შორის მთავარ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და კანონპროექტმა, რომლის მიღებაც აუცილებელი იყო მთავრობის 16 თებერვლამდე დასაფინანსებლად, ხმების საჭირო რაოდენობა - 60 ხმა - ვერ მიიღო.

 


ეს კი მას ნიშნავს, რომ მთავრობის უამრავი სამსახური დაიხურება მანამ, სანამ ბიუჯეტი არ იქნება მიღებული და ამ დროის განმავლობაში, როგორც ამას „როიტერსი“ იტყობინება, ასეულობით ათასი „არაარსებითი“ ფედერალური თანამშრომელი, ტრამპის ინაუგურაციის წლისთავზე, უხელფასო შვებულებაში იქნება გაშვებული.

 


როგორც BBC იუწყება, ეს მთავრობის პირველი დახურვაა აშშ-ის ისტორიაში ისეთ პირობებში, როცა ერთი და იგივე პარტია აკონტროლებს კონგრესის ორივე პალატას და თეთრ სახლს.

 


ბოლოს აშშ-ის მთავრობამ მუშაობა 2013 წელს შეაჩერა და ის 16 დღე გაგრძელდა, რომლის დროსაც ფედერალური დონის თანამშრომლები იძულებით შვებულებაში გაუშვეს.

 


კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ხუთმა „რესპუბლიკელმა“ მისცა, მაშინ როცა ხუთმა „დემოკრატმა“ მხარი დაუჭირა მას, კანონპროექტის მისაღებად კი საჭირო სულ მცირე 10 „დემოკრატი“ სენატორის მხარდაჭერა იყო.

 

 

ახალი ამბების სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, „რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებადმა წარმომამადგენლობითმა პალატამ მონაცვლე დაფინანსების ზომები ხუთშაბათს მიიღო, მაგრამ „რესპუბლიკელებს“ ამის შემდეგ სულ მცირე 10 „დემოკრატის“ მხარდაჭერა სჭირდებოდათ იმისათვის, რომ კანონპროექტი 100 წევრისაგან შემდგარ სენატში დამტკიცებულიყო.

 


„დემოკრატების“ ლიდერები მოითხოვდნენ დაცვითი ზომების მიღებას იმ ასეულობით ათასი დოკუმენტების არმქონე ახალგაზრდა იმიგრანტისა, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც „მეოცნებეები“ და რომლებიც შეერთებულ შტატებში თავიანთ მშობლებთან ერთად როგორც ბავშვები ჩავიდნენ, მაგრამ „რესპუბლიკელებმა“ ამაზე უარი განაცხადეს.

 


„როიტერსი“ წერს, რომ მთავრობის დახურვის პირობებში, „არსებითი“ თანამშრმლები, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე არიან პასუხისმგებელნი, მუშაობას განაგრძობენ. ეს მოიცავს 1.3 მილიონ სამხედრო პირს, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან იმუშაონ, მაგრამ ბიუჯეტის მიღებამდე მათ ხელფასს არ გადაუხდიან.

 

 

მიუხედავად ამისა, როგორც BBC წერს, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ მისი დეპარტამენტის 50%-ზე მეტი სამუშაოზე არ გავა, და ზოგიერთი სარემონტო, საწვრთნელი და სადაზვერვო ოპერაცია შეწყდება.

 

 

 


ეროვნული პარკები და მონუმენტები დახურვის წინაშე დგანან, რამაც საზოგადოების სიბრაზე გამოიწვია ბოლო, 2013 წლის მთავრობის დახურვისას.

 


შესაძლოა შეჩერდეს ვიზებისა და პასპორტების გაცემის პროცესიც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი