ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა განაცხადეს, რომ მათ ქაბულის მდიდრულ სასტუმრო „ინტერკონტინენტალზე“ კონტროლი დაამყარეს მას შემდეგ, რაც მას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და იქ მყოფი სტუმრები მძევლად აიყვანეს.
ალყის დროს სულ მცირე 5 სამოქალაქო პირი იქნა მოკლული და ექვსმა ჭრილობები მიიღო, განაცხადა კვირას შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის წარმომადგენლის თქმითაც თავდამსხმელებიდან სამის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო 150-ზე მეტი სტუმრის გადარჩენა მოხერხდა.
სულ მცირე ოთხმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ქაბულის სასტუმრო „ინტერკონტინენტალზე“ თავდასხმა შაბათს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.