სულ მცირე ოთხმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ქაბულის სასტუმრო „ინტერკონტინენტალზე“ თავდასხმა წამოიწყო, განაცხადეს ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა.
ოფიციოზმა ახალი ამბების სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ შეიარაღებული პირები „სტუმრებს ესვრიან“.
სპეციალურმა ძალებმა ერთ-ერთი თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს, უთხრა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასრათ რაჰიმიმ BBC-ს.
BBC-ის ცნობით, თავდასხმა ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიწყო. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.