კანადის პოლიციამ განაცხადა, რომ მილიარდერი ბარი შერმანი და მისი ცოლი მოკლულები არიან
27-01-2018, 11:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კანადის პოლიციამ განაცხადა, რომ კანადელი მილიარდერი ცოლ-ქმარი, რომლებიც გასული წლის დეკემბერში, ტორონტოში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მოკლულია.

 


75 წლის ბარი და 70 წლის ჰანი შერმანების ცხედრები 15 დეკემბერს უძრავი ქონების აგენტმა სარდაფში იპოვა.

 


BBC-ის ცნობით, პოლიციამ პარასკევს განაცხადა, რომ ამ დრომდე არავის მიმართ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე. პოლიციამ უარი თქვა ნებისიერი ეჭვმიტანილის შესახებ კომენტარის გაკეთებისაგან.

 

 

 

 

შერმანი გიგანტური ფარმაცევტული კომპანიის, „აპოტექსის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე იყო. იგი კანადის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი და ცნობილი ფილანტროპი იყო.

 


წყვილმა თავიანთი მდიდრული სახლის გაყიდვა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე 5.4 მილიონ აშშ დოლარად გადაწყვიტა და მათი ცხედრები აღმოაჩენილ იქნა უძრავი ქონების აგენტის მიერ, რომელიც იქ სახლის ყიდვის მსურველების მიყვანის მიზნით მივიდა.

 

 

(მილიარდერ ბარი შერმანის სახლი)

 

 

წყვილს ოთხი შვილი ჰყავდა.

 


შერმანმა „აპოტექსი“ 1974 წელს დააფუძნა და ფირმა ამჟამად მსოფლიოში წამლის მწარმოებელ კომპანიებს შორის სიდიდით მეშვიდე ადგილზეა.

 


ჟურნალ „ფორბსის“ თანახმად, შერმანის პირადი ქონების ღირებულება 3.2 მილიარდი აშშ დოლარია. შერმანი ქველმოქმედებაში მილიონობით დოლარს ხარჯავდა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი