კანადელი მილიარდერი და მისი ცოლი ტორონტოში, თავიანთ სახლში გარდაცვლილები იპოვეს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც პოლიციამ აღწერა, როგორც „საეჭვო“ (Reuters-ის ფოტოზე, ჩანს, როგორ გამოჰყავთ საბანაგადაფარებული ცხედრები სახლიდან).
BBC-ის ცნობით, ბარი შერმანის და მისი ცოლის, ჰანის ცხედრები უძრავი ქონების აგენტმა სარდაფში იპოვა.
შერმანი გიგანტური ფარმაცევტული კომპანიის, „აპოტექსის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე იყო. იგი კანადის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი და ცნობილი ფილანტროპი იყო.

სახლში ძალით შეღწევის ნიშნები არ გამოკვეთილა, განაცხადა პოლიციამ პარასკევ საღამოს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისთვის გამომძიებლები ეჭვმიტანილის ძებნას არ ახორციელებენ.
დეტექტივმა ბრანდონ პრაისმა კანადურ სამაუწყებლო კომპანია CBC-ის უთხრა, რომ გამომძიებლები ჯერ კიდევ ცდილობენ განსაზღვრონ, ჰქონდა თუ არა ადგილი მკვლელობას.
პოლიციამ მხოლოდ მცირე დეტალები გაამჟღავნა და გარდაცვლილთა ვინაობა არ დაუდასტურებია, თუმცა მილიარდერის და მისი ცოლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მეგობრებმა და ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომელთაც ამ შოკისმომგვრელი ამბის გახმაურების შემდეგ მძაფრი რეაქციები გამოხატეს.
გარდაცვლილთა ოჯახის მიმართ სამძიმარი გამოხატა კანადის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ.
წყვილმა თავიანთი მდიდრული სახლის გაყიდვა ახლახან 5.4 მილიონ აშშ დოლარად გადაწყვიტა და მათი ცხედრები უძრავი ქონების აგენტის მიერ იქნა აღმოჩენილი, რომელიც იქ სახლის ყიდვის მსურველების მიყვანის მიზნით მივიდა.

(მილიარდერ შერმანის სახლი)
წყვილს ოთხი შვილი ჰყავდა.
შერმანმა „აპოტექსი“ 1974 წელს დააფუძნა და ფირმა ამჟამად მსოფლიოში წამლის მწარმოებელ კომპანიებს შორის სიდიდით მეშვიდე ადგილზეა.
ჟურნალ „ფორბსის“ თანახმად, შერმანის პირადი ქონების ღირებულება 3.2 მილიარდი აშშ დოლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.