„ეს განცხადებები არის ძალიან სამწუხარო და სამწუხაროდ, ეს განცხადებები გარკვეულ ეჭვებს ბადებს. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აფგან მუხთარლის განცხადებას.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ისაუბრეს.
„პარლამენტი ახორციელებს თავის საზედამხედველო ფუნქციებს ამ მიმართულებით. ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამ საქმეს მოეფინება საბოლოოდ ნათელი. რაც შეეხება ჩვენ ამერიკელ მეგობრებს, ერთ-ერთ შეხვედრაზე გვქონდა საუბარი მუხთარლის საქმეზე. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საქმის გამოძიება, როგორ არის ამ ყველაფერში ჩართული პარლამენტი და ჩვენ იქაც გამოვთქვით იმედი, რომ საბოლოო ჯამში ეს გამოძიება წარმატებით დასრულდება“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელმაც საპატიმრო დაწესებულება ოჯახური მდგომარეობის გამო ორი დღით დატოვა, „რუსთავი 2"თან ინტერვიუში აცხადებს, რომ იგი თბილისიდან საქართველოს კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა. როგორც მუხთარლი ამბობს, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და მისი ბიზნესპარტნიორის, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებს შეეწირა.
ჟურნალისტის თქმით, მისი გატაცების უშუალო ნებართვა კი, საქართველოს მოქმედმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მას შემდეგ გასცა, რაც ქართულმა მხარემ მისი კანონიერად დაპატიმრებისა და დეპორტაციის საფუძველი ვერ იპოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.