„ივანიშვილი დაელაპარაკა კვირიკაშვილს ჩემს მოტაცებაზე“ - აფგან მუხთარლი ალიევისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიზნესინტერესებზე საუბრობს
09-02-2018, 12:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელმაც საპატიმრო დაწესებულება ოჯახური მდგომარეობის გამო ორი დღით დატოვა, „რუსთავი 2"თან ინტერვიუში აცხადებს, რომ იგი თბილისიდან საქართველოს კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა. როგორც მუხთარლი ამბობს, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და მისი ბიზნესპარტნიორის, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებს შეეწირა.

 

 

ჟურნალისტის თქმით, მისი გატაცების უშუალო ნებართვა კი, საქართველოს მოქმედმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მას შემდეგ გასცა, რაც ქართულმა მხარემ მისი კანონიერად დაპატიმრებისა და დეპორტაციის საფუძველი ვერ იპოვა.

 

 

„თბილისიდან მე საქართველოს კრიმინალურმა პოლიციამ გამიტაცა. ამ დანაშაულის უკან საქართველოს პრემიერ მინისტრი დგას. მოკითხვას გადავცემ ქართველ ხალხს. თითქმის, სამი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი თბილისში. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ქართველი ხალხი აღარ მოითმენს კვირიკაშვილის მთავრობას, მან მისცა უფლება, რომ მე გავეტაცებინე, მას რომ ამის ნებართვა არ გაეცა, არ მომიტაცებდნენ, ეს იყო ალიევსა და კვირიკაშვილს შორის შემდგარი შეთანხმების შედეგი. მე ვფიქრობ, რომ თავდაპირველად, აზერბაიჯანულ მხარეს სურდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩემი თავი მათთვის კანონიერად გადაეცა, მაგრამ ეს ქართულ მხარეს არ გამოუვიდა, რადგან ჩემი დაპატიმრებისა და დეპორტაციის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ამის შემდეგ ჩემი გატაცება მოიფიქრეს.

 

 

მე ვფიქრობ, ქართველი ხალხი აღარ მოუთმენს პრემიერ კვირიკაშვილს. ქართველმა ხალხმა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ბევრი რამ გააკეთა დემოკრატიისათვის და ასე მარტივად არ დათმობს მას. ვფიქრობ, ამ მთავრობის მმართველობის ბოლო ვადაა. მე ვწერდი ალიევისა და მისი ოჯახის ბიზნესინტერესებზე სხვადასხვა სფეროში. მას აქვს სასტუმრო თბილისსა და ბათუმში, მიწა გურჯაანში, ფლობს ორ ბანკს, „პაშა ბანკსა“ და აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს და სხვა ბიზნესებს. ყველაფრის გამოძიება ვერ მოვასწარი, რადგან მომიტაცეს. ვფიქრობ, რომ ახლა მისი ბიზნესპარტნიორი არის ბიძინა ივანიშვილი. მე ვფიქრობ, ის დაელაპარაკა კვირიკაშვილს ჩემს მოტაცებაზე, რადგან ახლა ივანიშვილი მხოლოდ ფულზე ფიქრობს. ალბათ, იცოდა რომ გამიტაცებდნენ. ბიძინა ივანიშვილის თქვენს მთავრობაში არის რუხი კარდინალი, მისი თანხმობის გარეშე ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილი ამას ვერ გააკეთებდა. მე ვუჩივლებ საქართველოს საერთაშორისო სასამართლოში. ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება მიწევს, მაგრამ იძულებული ვარ, ეს გავაკეთო", აცხადებს აფგან მუხთარლი.

 

კომენტარები: 1
#1   გიორგი
      
ერთი ჭორიკანა ფანტაზიორია, მაგი რანაირი ჟურნალისტია საერთოდ?!
10 თებერვალი 2018 05:00
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი