რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ „რამდენიმე ათეული“ რუსეთის მოქალაქე - არა რეგულარული არმიის ჯარისკაცები - იქნა მოკლული ახლახან სირიაში გამართულ ბრძოლაში.
როგორც BBC იუწყება, განცხადებაში თარიღი არ არის მითითებული. უფრო ადრე, რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ „შესაძლოა ხუთი“ რუსი იყო მოკლული დეირ ალ-ზურის პროვინციაში შეტაკებისას.
ზოგიერთი ცნობების მიხედვით, აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად 7 თებერვალს 100-ზე მეტი დაქირავებული რუსი მებრძოლი იქნა მოკლული.
ბოლო რუსულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეტაკებებში რუსული რეგულარული არმიის სამხედრო პირები არ ყოფილან ჩართული.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლის განცხადების ციტირებასაც ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ ახდენს, მსხვერპლი აღწერა, როგორც „რუსეთის მოქლაქეები, რომლებიც სირიაში თავიანთი თანხმობით, სხვადასხვა მიზეზის გამო წავიდნენ“. ზოგიერთი ასევე სხვა საბჭოთა რესპუბლიკიდან იყო.
განცხადებაში არ არის მითითებული დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა, მაგრამ აღნიშნულია, რომ მსხვერპლი „რამდენიმე ათეულს“ შეადგენს. მასში ასევე ნათქვამია, რომ დაჭრილები ამჟამად მკურნალობის კურსს რუსეთის საავადმყოფოებში გადიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სირიაში ომის პერიოდში 44 ოფიციალური სამხედრო პირი იქნა მოკლული.
თუ რამდენი კერძოდ დაქირავებული რუსი სამხედრო კონტრაქტორი იქნა მოკლული სირიაში, უცნობია.
Reuters-ის გამოძიებამ აჩვენა, რომ სულ მცირე 131 რუსი იქნა მოკლული სირიაში 2017 წლის პირველ ცხრა თვეში - ეს რიცხვი კერძო სამხედრო კონტრაქტორებს მოიცავს.
თავდაპირველად, რუსეთმა არ დაადასტურა მისი მოქალაქეების სიკვდილი, რომელზე ინფორმაციაც პირველად შეერთებული შტატების მედიამ გაავრცელა, განაცხადა რა, რომ აღნიშნული ცნობები არ უნდა იყოს მიჩნეული როგორც „მთავარი წყაროები“.
შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში განხორციელებული დარტყმებისას 100 მებრძოლზე მეტი მოკლა, მაგრამ თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი დაჟინებით ამბობდა, რომ მედიის ცნობების მიუხედავად, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მსხვერპლთა შორის „რუსი კონტრაქტორები“ იყვნენ.
„მე ვერაფერს გეტყვით რაიმეს ამის შესახებ, ჩვენ არ მიგვიღია მსგავსი ცნობები ცენტრალური სამეთაურო შტაბიდან ან პენტაგონიდან“, თქვა მან.
შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მოკავშირე ასეულობით მებრძოლი აშშ-ის მხარდაჭერილ „სირიული დემოკრატიული ძალების“ პოზიციებს დაესხა თავს დეირ ალ-ზურის პროვინციაში მდებარე ქალაქ ხურშამის სიახლოვეს.
მათ გადაკვეთეს მდინარე ევფრატი, არტილერიის ცეცხლი დაუშინეს „სირიული დემოკრატიული ძალების“ ბაზას, სადაც ამერიკელი მრჩეველები იყვნენ წარმოდგენილი.
შეერთებულმა შტატებმა აღნიშნულს, 7 თებერვალს, საჰაერო და საარტილერიო დარტყმებით უპასუხა, ჩაშალა თავდასხმა და აიძულა პრო-ასადის მებრძოლები უკან დახეულიყვნენ, განაცხადეს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა.
სირიულმა მედიამ განაცხადა, რომ თავდასხმებმა ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა და ბრალი დასდო ამერიკას „ბრუტალურ ხოცვა-ჟლეტაში“.
ამასობაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმები განხორციელდა სირიის მთავრობის მხარდამჭერ სამხედრო ძალებზე მაშინ, როცა მათ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ წამოიწყეს ოპერაცია.
რუსეთმა ასევე უარყო მისი სამხედრო პერსონალის ყოლა აღნიშნულ ტერიტორიაზე.
დარტყმები ევფრატის შუა ხეობაში მოხდა, რომელიც არაფორმალურ სადემარკაციო ხაზს წარმოადგენს. მთავრობა დასავლეთის მხარეს აკონტროლებს და „სირიული დემოკრატიული ძალები“ აღმოსავლეთის ნაწილს.
CBS -მა პენტაგონის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, 8 თებერვალს პირველმა გადასცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართული რუსებიც იყვნენ „პრო-რეჟიმის“ ძალებს შორის, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს „სირიის დემოკრატიული ძალების“ ბაზაზე.
„თუკი მოკლულთა შორის რუსებიც არიან, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმებმა სირიაში რუსები იმსხვერპლა“, თქვა CBS-ის ახალი ამბების ჟურნალისტმა დევიდ მარტინმა.
14 თებერვალს, ორი დაღუპული რუსი მებრძოლის ამხანაგებმა BBC-ს დაუდასტურეს, რომ ისინი 7 თებერვალს იქნენ მოკლულნი.
კოლეგებმა მოკლულთა ვინაობაც დაასახელეს, ერთ-ერთი ვლადიმერ ლოგინოვია, კაზაკი - რუსეთის დასავლეთით მდებარე რეგიონიდან, კალინინგრადიდან და მეორე კირილ ანანიევი, რადიკალი ნაციონალისტი მოსკოვიდან.
ზოგიერთი მედიასაშუალება თავიდანვე ვარაუდობდა, რომ შესაძლო იყო ათეულობით რუსი მებრძოლი ყოფილიყო მოკლული.
გავრცელებული ცნობებით, მოკლული რუსები კერძო რუსულ კომპანიაში, „ვაგნერში“, იყვნენ დასაქმებული. ფირმას აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია.
13 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა უარი განაცხადა წარმოედგინა რაიმე დეტალები.
„ჩვენ გვაქვს რუსეთის შეიარაღებული ძალების მოსამსახურე პირთა დეტალები, რომლებიც სირიის არმიის მხარდასაჭერ რუსულ სამხედრო ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას“, განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია სხვა რუსების შესახებ, რომლებიც შესაძლოა იყვნენ სირიაში. მე გირჩევთ, დაეკონტაქტოთ თავდაცვის სამინისტროს“.
BBC-ის შემდეგ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, პუტინის პრეს-მდივანმა თქვა: „და, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ მსოფლიოში ბევრ ქვეყანას საკმაოდ დიდი რაოდენობა ჰყავს ჩვენი თანამემამულეების - რუსების - და, რა თქმა უნდა, რთულია გაგაჩნდეს დეტალური მონაცემები.
„ჩვენ გირჩევთ არ მოეპყრათ მედია ცნობებს, როგორც ძირითად წყაროებს“, დაამატა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.