„მოკლული არიან რუსი მებრძოლები“ სირიაში აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად
14-02-2018, 08:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სულ მცირე ორი რუსი მებრძოლია მოკლული ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად, განუცხადეს BBC -ს დაღუპულთა თანამებრძოლებმა.

 


რუსეთმა არ დაადასტურა მისი მოქალაქეების სიკვდილი, რომელზე ინფორმაციაც პირველად შეერთებული შტატების მედიამ გაავრცელა, განაცხადა რა, რომ აღნიშნული ცნობები არ უნდა იყოს მიჩნეული როგორც „მთავარი წყაროები“.

 


შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ გასულ კვირას განხორციელებული დარტყმებისას 100 მებრძოლზე მეტი მოკლა, მაგრამ თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი დაჟინებით ამბობდა, რომ მედიის ცნობების მიუხედავად, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მსხვერპლთა შორის „რუსი კონტრაქტორები“ იყვნენ.

 


„მე ვერაფერს გეტყვით რაიმეს ამის შესახებ, ჩვენ არ მიგვიღია მსგავსი ცნობები ცენტრალური სამეთაურო შტაბიდან ან პენტაგონიდან“, თქვა მან.

 


რა მოხდა აშშ-ის დარტყმებისას?

 


შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მოკავშირე ასეულობით მებრძოლი აშშ-ის მხარდაჭერილ „სირიული დემოკრატიული ძალების“ პოზიციებს დაესხა თავს დეირ ალ-ზურის პროვინციაში მდებარე ქალაქ ხურშამის სიახლოვეს.

 

 

მათ გადაკვეთეს მდინარე ევფრატი, არტილერიის ცეცხლი დაუშინეს „სირიული დემოკრატიული ძალების“ ბაზას, სადაც ამერიკელი მრჩეველები იყვნენ წარმოდგენილი.

 


შეერთებულმა შტატებმა აღნიშნულს, 7 თებერვალს, საჰაერო და საარტილერიო დარტყმებით უპასუხა, ჩაშალა თავდასხმა და აიძულა პრო-ასადის მებრძოლები უკან დახეულიყვნენ, განაცხადეს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა.

 


სირიულმა მედიამ განაცხადა, რომ თავდასხმებმა ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა და ბრალი დასდო ამერიკას „ბრუტალურ ხოცვა-ჟლეტაში“.

 


ამასობაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმები განხორციელდა სირიის მთავრობის მხარდამჭერ სამხედრო ძალებზე მაშინ, როცა მათ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ წამოიწყეს ოპერაცია.

 


რუსეთი ასევე უარყოფს მისი სამხედრო პერსონალის ყოლას აღნიშნულ ტერიტორიაზე.

 


დარტყმები ევფრატის შუა ხეობაში მოხდა, რომელიც არაფორმალურ სადემარკაციო ხაზს წარმოადგენს. მთავრობა დასავლეთის მხარეს აკონტროლებს და „სირიული დემოკრატიული ძალები“ აღმოსავლეთის ნაწილს.

 

 

რა ვიცით რუსი მებრძოლების შესახებ?

 


CBS -მა პენტაგონის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, 8 თებერვალს პირველმა გადასცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართული რუსებიც იყვნენ „პრო-რეჟიმის“ ძალებს შორის, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს „სირიის დემოკრატიული ძალების“ ბაზაზე.

 


„თუკი მოკლულთა შორის რუსებიც არიან, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმებმა სირიაში რუსები იმსხვერპლა“, თქვა CBS-ის ახალი ამბების ჟურნალისტმა დევიდ მარტინმა.

 


დარტყმებისას მოკლულთა შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მომდევნო დღეებში გახდა ცნობილი.

 


სამშაბათს, ორი რუსი მებრძოლის ამხანაგებმა BBC-ს დაუდასტურეს, რომ ისინი 7 თებერვალს იქნენ მოკლულნი.

 


კოლეგებმა მოკლულთა ვინაობაც დაასახელეს, ერთ-ერთი ვლადიმერ ლოგინოვია, კაზაკი - რუსეთის დასავლეთით მდებარე რეგიონიდან, კალინინგრადიდან და მეორე კირილ ანანიევი, რადიკალი ნაციონალისტი მოსკოვიდან.

 


ზოგიერთი მედიასაშუალება ვარაუდობს, შესაძლოა ათეულობით რუსი მებრძოლი იყოს მოკლული.

 


გავრცელებული ცნობებით, მოკლული რუსები კერძო რუსულ კომპანიაში, „ვაგნერში“, იყვნენ დასაქმებული. ფირმას აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

როგორი იყო კრემლის რეაქცია?

 


სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა უარი განაცხადა წარმოედგინა რაიმე დეტალები.

 


„ჩვენ გვაქვს რუსეთის შეიარაღებული ძალების მოსამსახურე პირთა დეტალები, რომლებიც სირიის არმიის მხარდასაჭერ რუსულ სამხედრო ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას“, განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

 


„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია სხვა რუსების შესახებ, რომლებიც შესაძლოა იყვნენ სირიაში. მე გირჩევთ, დაეკონტაქტოთ თავდაცვის სამინისტროს“.

 


BBC-ის შემდეგ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, პუტინის პრეს-მდივანმა თქვა: „და, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ მსოფლიოში ბევრ ქვეყანას საკმაოდ დიდი რაოდენობა ჰყავს ჩვენი თანამემამულეების - რუსების - და, რა თქმა უნდა, რთულია გაგაჩნდეს დეტალური მონაცემები.

 


„ჩვენ გირჩევთ არ მოეპყრათ მედია ცნობებს, როგორც ძირითად წყაროებს“, დაამატა მან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი