ჩინეთის მმართველი „კომუნისტური პარტია“ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინადადებას განიხილავს, რომლის მიხედვითაც იმ მუხლის ამოღება იგეგმება, რომელიც პრეზიდენტობას ორი ხუთწლიანი ვადით ითვალისწინებს.
ამის შესახებ BBC ჩინურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნული ნაბიჯი ნებას დართავს ახლანდელ პრეზიდენტს, ქსი ძინპინგს კვლავ დარჩეს ქვეყნის ლიდერად მას შემდეგ, რაც 2023 წელს პრეზიდენტობის მეორე ვადა ამოეწურება.
ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ფართოდ გამოითქმებოდა ვარაუდები იმის შესახებ, რომ ქსი 2023 წლის შემდეგაც შეეცდებოდა მისი პრეზიდენტობის ვადის გახანგრძლივებას.
2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ „კომუნისტური პარტიის“ ყრილობაზე, სადაც ჩინეთის ლიდერის მკაფიო შემცვლელი არ გამოვლენილა, გამოჩნდა, რომ ქსი ძინპინგმა გაამაგრა მისი სტატუსი და წარმოჩნდა, როგორც ყველაზე მძლავრი ლიდერი მაო ძედუნის შემდეგ.
„ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა წარმოადგინა წინადადება ქვეყნის კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნეს მუხლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს ‘ორ ერთმანეთზე მიყოლებულ ვადაზე უფრო მეტჯერ მსახურების უფლება არ გააჩნია'“, ნათქვამია ჩინური ახალი ამბების სააგენტო „ქსინჰუას“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.
„კომუნისტური პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში მყოფი მაღალი რანგის ოფიციალური პირები ორშაბათს პეკინში შეიკრიბებიან და როგორც BBC იუწყება, წინადადება კანონმდებლებს წლიურ სესიაზე წარედგინებათ, რომელიც 5 მარტს იწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.