ჩრდილოეთ კორეა სირიაში „ქიმიური იარაღის მწარმოებელ ქარხნებს მასალებით ამარაგებს“ - აშშ-ის მედია
28-02-2018, 09:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეა სირიაში მოწყობილობებს აგზავნის, რომელიც შესაძლოა, რომ ქიმიური იარაღის წარმოებაში იქნეს გამოყენებული. აღნიშნულ ინფორმაციას შეერთებული შტატების მედია გაეროს ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


სირიაში გაგზავნილ მასალებს შორისაა მჟავაგამძლე კრამიტები, კოროზიაგამძლე სარქველები, თერმომეტრები და მილები. კრამიტები ქიმიური იარაღის დამამზადებელი ქარხნების მშენებლობაში გამოიყენება. ჯერჯერობით გამოუქვეყნებელ ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო სპეციალისტები სირიის იარაღის მწარმოებელ ობიექტებზე ნახეს, იტყობინება „ნიუ იორკ თაიმსი“.

 


ბრალდებები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც გავრცელდა ცნობები იმის თაობაზე, რომ სირიულმა ძალებმა ქლორის გაზი გამოიყენეს, რასაც სირიის მთავრობა უარყოფს.

 


ჩრდილოეთ კორეა, მისი ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამო, მკაცრი საერთაშორისო სანქციების ქვეშ უკვე წლებია რაც იმყოფება.

 


„უოლ სთრით ჯურნალის“ ცნობით, 5 ტვირთი იქნა გაგზავნილი სირიაში ჩინეთის სავაჭრო ფირმის მეშვეობით 2016 წლის ბოლოს და 2017 წლის დასაწყისში. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, ანალოგიური მეთოდით ფხენიანის მიერ სირიაში ათეულობით ტვირთი იყოს გაგზავნილი.

 

 

აშშ-ის მედიის ცნობით, სირიის სამთავრობო სააგენტო, „სამეცნიერო სწავლებათა და კვლევის ცენტრი“, ჩრდილოეთ კორეას რამდენიმე კომპანიის მეშვეობით უხდიდა მოწყობილობების საფასურს.

 

 

ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ ექსკლუზიურად გაეროს მონიტორების საიდუმლო მოხსენებაზე დაყრდნობით თებერვლის დასაწყისში წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაარღვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციები იმით, რომ აკრძალული საქონლის ექსპორტისაგან დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო 2017 წელს. მოხსენებაში ასევე ფხენიანის მიმართ გამოთქმული იყო ბრალდება, რომ იგი იარაღით სირიას და მიანმარს ამარაგებდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი