ჩრდილოეთ კორეამ აკრძალული ექსპორტისაგან 200 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, ფხენიანი იარაღით სირიას და მიანმარს ამარაგებს - გაეროს მოხსენება
03-02-2018, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეამ დაარღვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციები იმით, რომ აკრძალული საქონლის ექსპორტისაგან დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო 2017 წელს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ ექსკლუზიურად გაეროს მონიტორების საიდუმლო მოხსენებაზე დაყრდნობით წერს, რომელშიც ასევე ფხენიანის მიმართ გამოთქმულია ბრალდება, რომ იგი იარაღით სირიას და მიანმარს ამარაგებს.

 


გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტისადამი გაგზავნილ მოხსენებაში, რომელსაც „როიტერსი“ პარასკევს გაეცნო, ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეას გემებით გადაჰქონდა ქვანახშირი პორტებში, მათ შორის რუსეთში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, მალაიზიაში და ვიეტნამში, ძირითადად იყენებდა ყალბ დოკუმენტაციას, რომელიც აჩვენებდა, რომ ქვანახშირის წარმომავლობის ქვეყანა არა ჩრდილოეთ კორეა, არამედ ისეთი სახელმწიფოები იყო, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი.

 


გაეროს 15 წევრისაგან შემდგარმა უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ 2006 წლის შემდეგ არაერთი სანქცია მიიღო ერთსულოვნად, რაც ფხენიანის ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების განვითარებას უკავშირდება და აღნიშნული სანქციები კრძალავს ექსპორტებს, მათ შორის ქვანახშირის, რკინის, ტყვიის, საფეიქრო ნაწარმის და ზღვის პროდუქტების და იმპორტს ნედლი ნავთობის და დამუშავებული ნავთობის პროდუქტებისა.

 


„კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩრდილოეთ კორეა) უკვე მასხრად იგდებს ყველაზე ბოლო რეზოლუციებს გლობალური სანავთობო მომარაგების ქსელის გამოყენებით, უცხოეთის მოქალაქეების თანამონაწილეობით, ოფშორული კომპანიების რეგისტრაციით და საერთაშორისო საბანკო სისტემებით“, აღნიშანვენ გაეროს მონიტორები 213-გვერდიან მოხსენებაში, როგორც ამას „როიტერსი“ იტყობინება.

 


გაეროს მოხსენებაზე კომენტარისაგან თავი შეიკავა გაეროში ჩრდილოეთ კორეის დიპლომატიურმა მისიამ. რუსეთი და ჩინეთი კი გამუდმებით აცხადებენ, რომ ისინი ჩრდილოეთ კორეაზე დაწესებულ სანქციებს ახორციელებენ.

 


სირია, მიანმარი

 


მონიტორები აცხადებენ, რომ მათ გამოიძიეს მიმდინარე ბალისტიკური რაკეტების თაობაზე არსებული თანამშრომლობა სირიას და მიანმარს შორის, მათ შორის 2012 და 2017 წლებს შორის ჩრდილო კორეის 40-ზე მეტი, მანამდე აღურიცხავი ტვირთები სირიის სამეცნიერო სწავლებათა და კვლევის ცენტრში, რომელიც ზედამხედველობას უწევს ქვეყნის ქიმიური იარაღის პროგრამას.

 


გამოძიებამ აჩვენა „შემდგომი სამხილი იარაღის ემბარგოსა და სხვა დარღვევებზე, მათ შორის ნივთების გადაცემა, რომელიც ბალისტიკური რაკეტის და ქიმიური იარაღის პროგრამებისთვის არის გამოსადეგი“, წერენ გაეროს მონიტორები.

 


მათ ასევე შეამოწმეს ორი გემის ტვირთები, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან გაგზავნილი საქონლის პარტიებს მოიცავდა, მიემართებოდა სირიისკენ, თუმცა ხელში იქნა ჩაგდებული არაიდენტიფიცირებული ქვეყნების მიერ. ორივე მათგანი შეიცავდა მჟავაგამძლე კრამიტებს, რომლის ოდენობაც იმდენად დიდი იყო, რომ ფართო მასშტაბის ინდუსტრიული პროექტის ტოლფარდი სივრცის გადახურვა იქნებოდა შესაძლებელი, აცხადებენ მონიტორები.

 


ერთ-ერთმა ქვეყანამ, რომელიც არ ყოფილა იდენტიფიცირებული, უთხრა მონიტორებს, რომ ხელში ჩაგდებული ტვირთები შესაძლოა „გამოყენებული იყოს აგურების სახით ქიმიური ქარხნის შიდა კედლის ასაშენებლად“.

 


სირიამ 2013 წელს თანხმობა განაცხადა გაენადგურებინა თავისი ქიმიური იარაღი, მიუხედავად ამისა, დასავლელი დიპლომატები და იარაღის ინსპექტორები ეჭვობენ, რომ მან შესაძლოა საიდუმლოდ შეინარჩუნა ან განავითარა ახალი ქიმიური იარაღის საშუალებები.

 


არც სირიის დიპლომატიურ მისიას გაეროში არ გაუკეთებია მონიტორების მოხსენებაზე კომენტარი.

 


გაეროს მონიტორებმა ასევე თქვეს, რომ ერთ-ერთმა ქვეყანამ, რომელიც მათ არ დაასახელეს, განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ სამხილი იმისა, რომ მიანმარმა ჩრდილოეთ კორეისაგან, ტრადიციულ შეიარაღებასთან ერთად, ბალისტიკური რაკეტის სისტემებიც მიიღო.

 


მიანმარის ელჩმა გაეროში ჰაუ დო სუანმა განაცხადა, რომ მიანმარის მთავრობას „საერთოდ არ გააჩნია მიმდინარე შეიარღების ურთიერთობები ჩრდილოეთ კორეასთან“ და იგი ემორჩილება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.

 


აკრძალული ექსპორტები და იმპორტები

 


2016 წლის რეზოლუციის თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭომ შეზღუდა ქვანახშირის ექსპორტი და დაავალდებულა ქვეყნები, რომ ჩრდლოეთ კორეის ქვნახშირის ნებისმიერი იმპორტის შესახებ მოხსენება საბჭოს სანქციების კომიტეტს მიაწოდოს. ამის შემდეგ, 5 აგვისტოს, მან აკრძალა ჩრდილოეთ კორეის ქვანახშირის ყველა სახის ექსპორტი.

 


გაეროს მონიტორებმა იანვრიდან 5 აგვისტომდე ჩრდილოეთ კორეის ქვანახშირის გემებით გადატანის 16 შემთხვევა გამოიძიეს და აღნიშნული ტვირთები რუსეთის, ჩინეთის, მალაიზიის და ვიეტნამის პორტებშია მოხვედრილი. მონიტორებმა თქვეს, რომ მალაიზიამ სანქციების კომიტეტს ერთი ტვირთის შესახებ აცნობა და დანარჩენი 15 ტვირთი ფხენიანზე დაწესებული სანქციების დარღვევითაა ქვეყნიდან გატანილი.

 


მას შემდეგ, რაც 5 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეიდან ქვანახშირის ექსპორტი აიკრძალა, გაეროს მონიტორებმა ქვეყნიდან რუსეთის, ჩინეთის, მალაიზიის და ვიეტნამის პორტებში ქვანახშირით დატვირთული 23 გემის შესვლის ფაქტი გამოიძიეს და მათი თქმით, ყველა ეს ტვირთი „თუკი დადასტურდა, რეზოლუციის დარღვევას შეადგენს“.

 


„კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა იყენებდა შეცდომაში შემყვან კომბინირებულ სანავიგაციო მოდელებს, სიგნალების მანიპულაციებს, ტვირთის გადატანებს ერთი გემიდან მეორეზე ერთი და იგივე პორტში, ისევე როგორც თაღლითურ დოკუმენტაციას, რათა ქვანახშირის წარმომავლობა ბუნდოვანი ყოფილიყო“, აცხადებენ გაეროს მონიტორები, რომელთაც „ასევე გამოიძიეს გაეროს სანქციების დარღვევით სანავთობო პოდუქტების გემიდან გემზე გადატანის ფაქტები... და აღმოაჩინეს, რომ ამ საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების უკან ძირითადად ჩინეთის პროვინცია ტაივანში დაფუძნებული ქსელი დგას“.

 


მონიტორების თქმით, მათ ერთ-ერთმა ქვეყანამ, რომლის სახელიც არ გაამჟღავნეს, უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ამგვარი ტვირთების გატანა თავისი ვონსანის და ნამპოს პორტებიდან და საერთაშორისო წყლებში, ყვითელ ზღვასა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვას შორის, ოქტომბრიდან იანვარს შორის განახორციელა.

 


მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მულტინაციონალური სანავთობო კომპანიები, რომლებიც დასახელებული არ არის, ასევე გამოძიების საგანია თავიანთი იმ როლის გამო, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში სანავთობო პროდუქტების შეტანას უკავშირდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი