მაიკ პენსმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილება შეხვდეს დონალდ ტრამპს, ამტკიცებს, რომ აშშ-ის სტრატეგია ჩრდილოეთ კორეის იზოლაციასთან დაკავშირებით მუშაობს
10-03-2018, 09:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილება შეხვდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ამტკიცებს, რომ აშშ-ის სტრატეგია ჩრდილოეთ კორეის იზოლაციასთან დაკავშირებით მუშაობს, განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა.

 


როგორც BBC იუწყება, მან თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა „ნულოვანი დათმობები“ აჩვენა და ვაშინგტონი მანამ შეინარჩუნებს ფხენიანზე ზეწოლას, ვიდრე ბირთვული განიარაღება არ იქნება მიღწეული.

 


უპრეცედენტო შეხვედრის შეთანხმებამ მიმომხილველები განაცვიფრა, მაგრამ მოგვიანებით თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ უნდა „გადადგას კონკრეტული ნაბიჯები“ და აჩვენეოს „კონკრეტული შედეგები“, სანამ რაიმე შეხვედრა შედგებოდეს.

 


სულ რაღაც თვეების წინ, დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთის მიმართ მუქარებს და შეურაცხყოფებებს გამოხატავდნენ, მაგრამ ტრამპმა ახლა მიიღო მოწინააღმდეგისაგან შეხვედრის მიწვევა, რომელიც მას თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველმა გადასცა.

 


მოგვიანებით მან „თვითერზე“ დაწერა, რომ თუკი ჩრდილოეთ კორეასთან შეთანხმება დასრულდება, ის „ძალიან კარგი რამ იქნება მსოფლიოსთვის“. შეხვედრის „დრო და ადგილი უნდა განისაზღვროს“, აღნიშნა ტრამპმა. მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის და ბირთვული განიარაღების მზადყოფნა აღწერა, როგორც „დიდი პროგრესი“, მაგრამ დაამატა, რომ სანქციები ძალაში დარჩება მანამ, სანამ ბირთვული განიარაღების თაობაზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

 

 

დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, თეთრი სახლის გარეთ საუბრისას, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჟე ინის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩონ იი იენმა, რომელიც კვირის დასაწყისში ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდა, განაცხადა: „მე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, რომ ჩვენ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ იგი მომხრეა ბირთვული განიარაღების“.

 


მან დაამატა: „პრეზიდენტმა ტრამპმა მადლიერება გამოხატა ინფორმაციის მიწოდებისათვის და თქვა, რომ იგი შეხვდება კიმ ჩენ ინს მაისისთვის, რომ მიაღწოს სამუდამო ბირთვულ განიარაღებას“.

 

 

 

 

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება, იმ ფონზე, როცა 1950-იანი წლების კორეული ომის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას (ჩრდილოეთ კორეას) შორის ხანგრძლივი მტრული ურთიერთობები არსებობს, რამაც ყველაზე მძაფრი გამოვლენა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ჰპოვა, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

 


ჩრდილოეთ კორეამ კიმ ჩენ ინის ლიდერობისას განსაკუთრებული ინტენსივობით განაგრძო ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარება და არაერთი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელთაც ფხენიანის მტკიცებით, ამერკის შეერთებული შტატების კონტინენტზე ყველა წერტილში წვდომის შესაძლებლობა გააჩნიათ.

 


ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღებისაკენ გამალებული სვლის შედეგად ქვეყანას გაეროს უშიშროებს საბჭოს მიერ არაერთხელ დაუწესდა მძიმე სანქციები.

 


აშშ-ის არც ერთი მოქმედი პრეზიდენტი მანამდე არასოდეს შეხვედრია ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, მაგრამ გასულ წლებშიც იყო არაერთი მცდელობა მიღწეულიყო ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება.

 


ბოლო დიდი ძალისხმევა - ექვსი მხარის მოლაპარაკებები - 2008 წელს ჩაიშალა, დიდწილად იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კორეამ უარი განაცხადა ქვეყანაში ინსპექტორების შეშვებაზე, რომელთაც უნდა შეესწავლათ, შეაჩერა თუ არა ფხენიანმა ბირთვული პროგრამა.

 


სხვა ანალოგიური მცდელობებიც უშედეგო აღმოჩნდა, მათ შორის 2012 წელს მოლაპარაკებების გამართვის სურვილიც, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი მორიგი რაკეტა გაუშვა.

 

 

როგორც BBC წერს, კიმ ჩენ ინის გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, რადგან მას მგზავრობაზე სანქციები აქვს დაწესებული, შეხვედრა შესაძლოა, დემილიტარიზებულ ზონაში - ჩრდილოეთის და სამხრეთის საზღვარზე - მოხდეს, ანდა შესაძლოა, მათ ჩინეთმა უმასპინძლოს, რადგან ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ დონალდ ტრამპი ჩავიდეს ჩრდილოეთ კორეაში. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი