კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სპეციალურ დავალებათა ელჩებს შეხვდა - უპრეცედენტო ვიზიტი და ურთიერთობების დათბობა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის
06-03-2018, 08:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის ფხენიანში ჩასულ მაღალი რანგის დელეგაციას სადილზე უმასპინძლა. როგორც BBC იუწყება, მას შემდეგ რაც 2011 წელს ახალგაზრდა ლიდერმა ძალაუფლება აიღო ხელში, სეულიდან ჩასულ ოფიციალურ პირებს კიმი პირველად შეხვდა.

 


სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისმა დელეგაციის ფხენიანში ჩასვლიდან მალევე დაადასტურა მისი წევრების კიმ ჩენ ინთან შეხვედრა.

 


სამხრეთ კორეის ხელისუფლების10-კაციანი ჯგუფი ფხენიანში მოლაპარაკებების გასამართად ორშაბათს ჩავიდა და ვიზიტის ნაწილობრივი მიზანი ჩრდილოეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგის განახლების მიღწევაა.

 


ორ კორეას შორის ურთიერთობები გასულ თვეს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების პერიოდში დათბა, როცა ფხენიანის უმაღლესი რანგის დელეგაცია, რომელსაც სახელმწიფოს ცერემონიული მეთაური კიმ ჩენ ნამი და უზენაესი ლიდერის გავლენიანი და, კიმ იო ჩენი ხელმძღვანელობდნენ, სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ მუნ ჯე ინთან 3-საათიანი მოლაპარაკებები შედგა. 

 

 

ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი რანგის დელეგაციის სამხრეთიდან დაბრუნების შემდეგ, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეა მისი „შთამბეჭდავი“ მასპინძლობისათვის შეაქო. 

 


BBC წერს, რომ ახლანდელი ვიზიტის განხორციელებით, სამხრეთის მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯი გადაიდგა. სამხრეთ კორეის დელეგაციაში ორი მინისტრის დონის სპეციალურ დავალებათა ელჩი- სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, სუ ხუნი და პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩონ იი იენი იმყოფება.

 


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო რადიოს ცნობით, დელეგაციას აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ხელახლა გაერთიანების ხელმძღვანელი რი სონ გვონი დახვდა, რომელიც ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამართულ მოლაპარაკებებს უძღვებოდა.

 

 

 


ორდღიანი ვიზიტისას სამხრეთ კორეის დელეგაცია ფოკუსირებული იქნება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარების შესაჩერებლად მოლაპარაკებების პირობების ჩამოყალიბებაზე, ისევე როგორც შეერთებულ შტატებსა და ფხენიანს შორის დიალოგის გამართვის ფორმის გამოძებნაზე.

 


უფრო ადრე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჩონ იი იენმა პრესას განუცხადა, რომ იგი ჩრდილოეთში ჩაიტანდა პრეზიდენტ მუნ ჯე ინის „გადაწყვეტილებას, დიალოგის შენარჩუნების და სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე... [და] კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე“.

 


„მე ვგეგმავ ღრმა დისკუსიის გამართვას სხვადასხვა მიმართულებაზე, რათა გაგრძელდეს დიალოგი არა მხოლოდ სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის, არამედ ჩრდილოეთსა და შეერთებულ შტატებს შორისაც“, დაამატა მან.

 


‘აშშ არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებების გამართვით’

 


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ აშშ მზად იქნება შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობას, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ფხენიანმა ჯერ „ბირთვულ განიარაღებაზე“ უნდა განაცხადოს თანხმობა.

 


მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეამ, რომელმაც განაცხადა რომ სურს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება, თქვა, რომ აშშ-ის მხრიდან წინაპირობების დაყენების დაჟინებული მცდელობა „აბსურდულია“.

 


„შეერთებული შტატების დამოკიდებულება, რომელიც მას შემდეგ იქნა ნაჩვენები, რაც ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი განზრახვა დიალოგის გამართვის შესახებ, გვაიძულებს ჩვენ, მხოლოდ ის ვიფიქროთ, რომ აშშ არ არის დაინტერესებული დიალოგის განახლებაში“, ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 

ჩრდილოეთ კორეამ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების გამართვის „ძალიან დიდი სურვილი“ მაღალი რანგის ჩრდილო კორეელი გენერლის, კიმ ჩენ ჩოლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინთან შეხვედრის დროსაც გამოხატა.

 


უცნობი რჩება, თუ ვინ წარმოადგენს შეერთებულ შტატებს ნებისმიერი მსგავსი მოლაპარაკებების გამართვისას.

 

 

ბოლო პერიოდში კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ კორეას შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების ტენდენცია შეიმჩნევა და ორ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ზამთრის ოლიმპიურმა თამაშებმა გაალღო, რომელზეც ორი ქვეყნის სპორტსმენები ერთი დროშით გამოვიდნენ და რომლის გახსნის ცერემონიასაც კიმ ჩენ ინის გავლენიანი და კიმ იო ჩენი და ასევე, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს ცერემონიული ლიდერი კიმ ჩენ ნამი დელეგეციის წევრებთან ერთად დაესწრნენ, რის შემდეგაც ფხენიანის მაღალი რანგის სტუმრები კიმ ჩენ ინის დის ხელმძღვანელობით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა თავის სასახლეში სამი საათის განმავლობაში, თბილ ატმოსფეროში მიიღო - ნაბიჯი, რომელიც აშშ-ისთვის, რომლის სამხრეთ კორეაში მყოფმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ფხენიანის წარმომადგენლებთან შეხვედრისაგან თავი შორს დაიჭირა, არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი