ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს აძევებს. განცხადება ამის შესახებ თეთრ სახლში გაკეთდა. ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი 33 წლის ქალიშვილის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლას უკავშირდება.
ტრამპის ადმინისტრაციამ 60 რუსი დიპლომატის გაძევების გარდა, სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვის განკარგულებაც გამოსცა.
ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გაძევებულთაგან ყველანი რუსი ჯაშუშები არიან, რომლებიც შეერთებულ შტატებში დიპლომატიური საქმიანობის საფარქვეშ მოქმედებდნენ, მათ შორის არიან გაეროში რუსული მისიის წარმომადგენლებიც.
„ჩვენ ვაძევებთ დიპლომატიური მისიის 48 თანამშრომელს და გაეროში მისიის კიდევ 12 თანამშრომელს - მთლიანად 60 დიპლომატს“, განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ ასევე განცხადებები გააკეთეს საფრანგეთმა, პოლონეთმა, უკრაინამ და ლატვიამ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია: „4 მარტს, რუსეთმა გამოიყენა ნერვის აგენტი ბრიტანეთის მოქალაქის და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობის მოტივით.
„ამ თავდასხმამ ჩვენს მოკავშირეზე, დიდ ბრიტანეთზე, ურიცხვი უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე მოაქცია რისკის ქვეშ და სამი ადამიანის, მათ შორის პოლიციის ოფიცრის სერიოზული დაზიანება გამოიწვია.
სახელმწიფო დეპარტამენტმა თავდასხმას „ქიმიური იარაღის კონვენციის და საერთაშორისო კანონმდებლობის აღმაშფოთებელი დარღვევა უწოდა“.
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 13 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ გაკეთებული განცხადებისას თქვა: „ეს ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების და ტრანსატლანტიკური მოკავშირეების სოლიდარობის ნიშნად, ევროკავშირის ქვეყნებთან კოორდინაციით“.
უფრო ადრე, ორშაბათს, ლატვიამ, ლიტვამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსი ელჩები თავიანთი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებში გამოიძახეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.