ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ელჩები გამოიძახეს - მოსალოდნელია, რომ ბრიტანეთის შემდეგ, რუსი დიპლომატები ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყნიდანაც გააძევონ
26-03-2018, 17:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებში რუსი ელჩები გამოიძახეს. როგორც BBC იუწყება, გავრცელებული ცნობებით, მოსალოდნელია, რომ ბრიტანეთის მიერ 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რუსი დიპლომატები ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყნიდანაც გააძევონ.

 


ევროკავშირის ლიდერები გასულ კვირას შეთანხმდნენ, რომ მაღალია იმის ალბათობა, რომ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი 33 წლის ქალიშვილის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის უკან რუსეთი მდგარიყო.

 


ევროკავშირმა მისი ელჩი მოსკოვში, უკვე ბრიუსელში გამოიძახა.

 


ორშაბათს, ლატვიამ, ლიტვამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსი ელჩები თავიანთი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებში გამოიძახეს.

 


ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა დაუდასტურა BBC-ს, რომ მთავრობამ ელჩი ვილნისუში გამოიძახა.

 


აღნიშნული დიპლომატიური ქმედებისთვის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ მიუციათ, მაგრამ ევროკავშირის გასწვრივ, რამდენიმე ქვეყნისაგან მოელიან, რომ ამ კვირას რუს დიპლომატებს გააძევებენ, რაც სამხრეთ ინგლისის ქალაქ სოლსბერიში სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის ნერვის აგენტით მოწამვლას უკავშირდება. 4 მარტს მოწამლული მამა-შვილი საავადმყოფოში ამ დრომდე კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.

 


მოელიან, რომ ევროპული სახელმწიფოები ოფიციალურ განცხადებებს ორშაბათს ნაშუადღევს გააკეთებენ.

 


რუსეთი უარყოფს რაიმე ფორმით ჩართულობას სოლსბერიში განხორციელებულ თავდასხმაში.

 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა პარასკევს, ევროკავშირის სამიტის დასასრულს თქვა, რომ დიპლომატებს ერთზე მეტი ქვეყანა გააძევებს, „მაგრამ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს მთელი ჯგუფი იყოს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი