ავსტრალია ბოლო ქვეყანა გახდა, რომელიც ყოფილი რუსი ჯაშუშის და მისი ქალიშვილის დიდ ბრიტანეთში ქიმიური მოწამვლის საპასუხოდ რუსი დიპლომატების მასობრივად გაძევებას შეუერთდა.
ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა, მალკოლმ ტერნბოლმა განაცხადა: „სოლსბერიში განხორციელებული უტიფარი თავდასხმა, ყველა ჩვენგანზე თავდასხმა იყო“.
ორშაბათს შეერთებული შტატების და ევროკავშირის კოორდინირებული საპასუხო ქმედების შედეგად 20-ზე მეტი ქვეყნიდან 100-ზე მეტი რუს დიპლომატი იქნა გაძევებული.
რუსეთმა აღთქმა დადო, რომ საპასუხო ნაბიჯს გადადგამს „პროვოკაციული ჟესტის“ გამო.
მოსკოვი სერგეი სკრიპალსა და მის 33 წლის ქალიშვილზე, იულიაზე სოლსბერიში 4 მარტს განხორციელებულ თავდასხმაში რაიმე ფორმით ჩართულობას უარყოფს. ქიმიური ნივთიერებით მოწამლული მამა-შვილი საავადმყოფოში კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში რჩება.
ავსტრალია ქვეყნიდან ორ დიპლომატს აძევებს, რომლებიც ეჭვმიტანილებად მიიჩნიეს, როგორც „არადეკლარირებული სადაზვერვო ოფიცრები“.
როგორც BBC იუწყება, ისტორიაში რუსი სადაზვერვო ოფიცრების ყველაზე მასობრივი გაძევებისადმი მხარდაჭერის გამოცხადებისას ტერნბოლმა კრემლის არჩევნებში ჩარევასა და პარტნიორების სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნის შესახებ გაამახვილა ყურადღება.
„ეს არის ის, რატომ ვდგამთ ამ ნაბიჯს დღეს სხვა 23 სახელმწიფოსთან ერთად მსოფლიოში. ჩენ არ ვემორჩილებით რუსეთის ამ უკანონობას და უგუნურებას“, განაცხადა ტერნბოლმა.
ევროკავშირის ლიდერები გასულ კვირას შეთანხმდნენ, რომ მაღალი ალბათობით რუსეთი იდგა სკრიპალის და მისი ქალიშვილის ნერვის აგენტით მოწამვლის უკან. მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯმა აჩვენა, „კონფრონტაციული გზის“ გაგრძელება.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის მოკავშირეების მხრიდან „განსაკუთრებული საერთაშორისო პასუხის გაცემა“ შეაქო.
მან BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ „რუსეთის ქცევა უნდა შეიცვალოს“, მაგრამ უარყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ ჰორიზონტზე ახალი ცივი ომის კუნტურები იკვეთება. მან ხაზი გაუსვა, რომ დიდ ბრიტანეთს არაფერი აქვს სადავო რუს ხალხთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.