20 ქვეყანა - აშშ, კანადა, ნორვეგია, ალბანეთი, უკრაინა და ევროკავშირის 15 სახელმწიფო რუს დიპლომატებს აძევებს
26-03-2018, 18:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

4 მარტს, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსული „ГРУ“-ს ყოფილი თანამშრომლის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის გამო, დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ორშაბათს, რუსი დიპლომატები 20-მა ქვეყანამ - შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ნორვეგიამ, ალბანეთმა, უკრაინამ და ევროკავშირის 15-მა სახელმწიფომ გააძევა.

 

 

რუსი დიპლომატების ყველაზე დიდი რაოდენობა - 60 დიპლომატი - ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ვაშინგტონიდან და ნიუ იორკიდან იქნება გაძევებული. ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი 33 წლის ქალიშვილის ქიმიური, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლას უკავშირდება.

 

 

ტრამპის ადმინისტრაციამ 60 რუსი დიპლომატის გაძევების გარდა, სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვის განკარგულებაც გამოსცა.

 

 

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გაძევებულთაგან ყველანი რუსი ჯაშუშები არიან, რომლებიც შეერთებულ შტატებში დიპლომატიური საქმიანობის საფარქვეშ მოქმედებდნენ, მათ შორის არიან გაეროში რუსული მისიის წარმომადგენლებიც.

 


„ჩვენ ვაძევებთ დიპლომატიური მისიის 48 თანამშრომელს და გაეროში მისიის კიდევ 12 თანამშრომელს - მთლიანად 60 დიპლომატს“, განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

 

 

რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ ასევე განცხადებები გააკეთეს საფრანგეთმა, პოლონეთმა, უკრაინამ და ლატვიამ.

 

 

რუსეთმა პირობა დადო, რომ დასავლეთის „პროვოკაციულ ჟესტს“  საპასუხო ქმედებით უპასუხებს. 

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია: „4 მარტს, რუსეთმა გამოიყენა ნერვის აგენტი ბრიტანეთის მოქალაქის და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობის მოტივით.

 


„ამ თავდასხმამ ჩვენს მოკავშირეზე, დიდ ბრიტანეთზე, ურიცხვი უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე მოაქცია რისკის ქვეშ და სამი ადამიანის, მათ შორის პოლიციის ოფიცრის სერიოზული დაზიანება გამოიწვია.

 


სახელმწიფო დეპარტამენტმა თავდასხმას „ქიმიური იარაღის კონვენციის და საერთაშორისო კანონმდებლობის აღმაშფოთებელი დარღვევა უწოდა“.

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 13 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ გაკეთებული განცხადებისას თქვა: „ეს ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების და ტრანსატლანტიკური მოკავშირეების სოლიდარობის ნიშნად, ევროკავშირის ქვეყნებთან კოორდინაციით“. 

 

 

უფრო ადრე, ორშაბათს, ლატვიამ, ლიტვამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსი ელჩები თავიანთი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებში გამოიძახეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი