გიორგი კვირიკაშვილი: ვისაც დაყენებული აქვს ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე, მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს
30-03-2018, 10:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

 

 

მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პოსტიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ და აღნიშნა, რომ ის წასვლას „მინიმუმ რამდენიმე წელი" არ აპირებს.

 

 

„ძალიან მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე, მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს, ამიტომ დაისვენონ. მე, ასე ვთქვათ, მათი საცოდაობით აღარა ვარ. გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გუშინაც გააკეთა.

 

 

„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით, ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება”, აღნიშნა გუშინ პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი