პრემიერ მინისტრმა მთავრობაში საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
30-03-2018, 10:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

 


თანამდებობა დატოვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, რომლის ნაცვლადაც პოსტს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი დაიკავებს.

 


კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ალავიძემ მას თავად სთხოვა თანამდებობიდან წასვლა.

 

 

„წელიწადნახევრის წინ, როდესაც ზურაბ ალავიძე დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების მართვის განყოფილების უფროსად, რომელსაც ევალა რეგიონული პროექტები, მახსოვს, კარგა ხანი დამჭირდა მისი საჯარო სამსახურში წამოსვლაზე დაყოლიებისთვის.

 


მაშინვე ამბობდა, რომ იგი საკუთარ თავს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვერ ხედავდა საჯარო სექტორში, გამომდინარე იქიდან, რომ მე მას 20 წელია ვიცნობ და ყოველთვის იყო კერძო სექტორში.

 


რამდენიმე დღის წინ, მან მომმართა თხოვნით - კერძო სექტორში დაბრუნების თაობაზე. მე, ასევე, დამჭირდა რამდენიმე დღე, რომ დამეყოლიებინა დარჩენაზე. ამგვარად უკვე ვეღარ შევძელი და ამიტომ მომიწია მისი თხოვნის დაკმაყოფილება.

 


მინდა ვთქვა, რომ ზურა ყოველთვის, სადაც მუშაობდა და მე მას დიდი ხანია ვიცნობ, იყო გამორჩეულად ეფექტური მენეჯერი. ის ყოველთვის იყო ბიუროკრატიის წინააღმდეგი და შედეგებზე ორიენტირებული ადამიანი. მან ეს დაადასტურა საკუთარი მუშაობითაც მთავრობაში, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ეს გახლავთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა, სადაც მან 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაში - სივრცითი განვითარების კომპონენტში სერიოზული პროგრესი აჩვენა.

 


დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: რიკოთის მონაკვეთის პროექტი; ქუთაისიდან აბასთუმანთან შემაერთებელი გზა; დაპროექტებულია და მალე დაიწყება ქუთაისისა და სვანეთის შემაერთებელი გზა, ასევე, ზემო იმერეთისა და რაჭის შემაერთებელი გზა; წყალმომარაგების პროექტებში - 300 000-მდე ადამიანის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა მის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, ასე რომ, მე მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის და წარმატება ვუსურვო მის შემდგომ საქმიანობაში, სადაც დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება“, განაცხადა კვირიკაშვილმა, რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

 


„მაია გახლდათ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი 2012 წლიდან დღემდე, ძალიან წარმატებული უფროსი. ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ის საქმე და საქმის ის მოცულობა რომელსაც მაია ძალიან წარმატებით უძღვებოდა რთული შესავსები იქნება. რთული იქნება ამ პოზიციაზე ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც ასეთივე წარმატებით გაუძღვება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, მაგრამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ მაია იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი! დარწმუნებული ვარ, რომ სივრცითი განვითარების მიმართულებით ჩვენ კიდევ ვნახავთ ძალიან დიდი წარმატებებს.

 


მე მინდა, მაიას ვუსურვო წარმატება ამ ახალ თანამდებობაზე და დარწმუნებული ვარ მის წარმატებაში!“ აღნიშნა კვირიკაშვილმა და მისი პრემიერ მინისტრის პოსტზე ყოფნა-არყოფნის ვარაუდებზეც გააკეთა კომენტარი.

 


„მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა, ასევე იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულს და დაყენებული აქვთ „ტაიმერები“ პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს „ტაიმერი“ რამდენიმე წელი, მინიმუმ, არ დარეკავს, ამიტომ დაისვენონ. ასე ვთქვათ, მე მათი საცოდაობით აღარ ვარ. გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა“, თქვა პრემიერ მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   ზვიადი კუბლაშვილი
      
რეგინული განვითარება არის საჭირო, კარგი იქნება ახალი მინისტრი თუ ბევრს იმუშავებს ამისათვის.
მაგალითისთვი გეტყვით: ტყიბულის რაიონში არსებოს ისტორიული სოფელი ხრესილის თემი, რომელშიდაც შედის სოფლები ახალდაბა, წყალწითელა, ივანეული, ძუყნური, ბუეთი. 2000 წლის შემდეგ იწყო მოსახლეობის რაოდენობამ კლება და ეხლა სოფლებში: ახალდაბაში, ივანეული და წყალწითელაში დარჩენილია მხოლოდ მოსახლეობის 20 % , თუ ასე გაგრძელდა 15 წელიწადში სოფლები ახალდაბა , წყალწითელა და ივანეული საერთოდ აღარ იარსებებს. რომ დაბრუნდეს მოსახლეობა ამ სოფლებში საჭიროა გზების მოწყობა ბეტონის საფარით, მაღალმთიანის სტატუის მინიჭება და შეღავათების დაწესება, მოსახლეობას უნდა დაურიგდეს ამერიკული ჯიშის ნიგვზის მაღალმოსავლიანი ჯიშის ნერგები რაც შემოსავლის წყაროს მიცემს მოსახლეობას. ჩემის აზრით ეს იქნება ახალი მინისტრის გარდაუალი წარმატები საწინდარი. მადლობა თანამშრომლობისათვის.
30 მარტი 2018 02:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი