მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს" თავმჯდომარე პრემიერ მინისტრის დასასრულის დასაწყისს უწოდებს.
გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაში" შიდა დაპირისპირებაა და მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე „პირდად კვირიკაშვილის თანაგუნდელი" იყო, მთავრობის მეთაურმა ამ დაპირისპირების პროცესს შესწირა, როგორც თანაგუნდელებიდან ყველაზე ნაკლებად ახლობელი ადამიანი.
„ეს არის კვირიკაშვილის დასასრულის დასაწყისი იმიტომ, რომ ალავიძე იყო პირდად მისი თანაგუნდელი და როგორც ჩანს, იმ თანაგუნდელებს შორის, რომლებიც მთავრობაში ჰყავს, ყველაზე ნაკლებად ახლობელი ადამიანი შეწირა ამ პროცესს. ეს ცალსახად მისი დასასრულის დასაწყისია. მეორე, რაზეც ეს მიუთითებს, ის არის, რომ „ქართულ ოცნებაში" ძალიან დიდი დაპირისპირებაა და შესაბამისად, ბრძოლაა ძალაუფლებებისთვის - ვინ რა თემას გააკონტროლებს, ვინ სად მეტ ფულს იშოვის და ა.შ. მთავრობის მთავარი პრობლემა არის პირადად კვირიკაშვილი, რომელიც კაბინეტშია ჩაკეტილი. ბრეჟნევს ადარებენ ამ ადამიანს და მე არ ვარ იმ პერიოდში ნაცხოვრები, მაგრამ რაც წამიკითხავს, დაახლოებით, ასეთი უძრაობის ხანაა, რომელიც ლპობისკენ მიდის", განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილების შესახებ დღეს განაცხადა. ინფრასტრუქტურის მინისტრის პროსტზე ზურაბ ალავიძეს მაია ცქიტიშვილი შეცვლის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.