რუსეთი პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ნიდერლანდების, იტალიის დიპლომატებს აძევებს
30-03-2018, 17:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთი რამდენიმე ქვეყნის დიპლომატებს აძევებს, რაც დასავლეთის სახელმწიფოების მიერ კვირის დასაწყისში რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების საპასუხო ნაბიჯია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამას სარკისებური ხასიათი აქვს.

 


რუსეთი უნდა დატოვოს ოთხმა პოლონელმა, სამმა ლიტველმა, ერთმა ლატვიელმა, ორმა იტალიელმა დიპლომატმა.

 


რუსეთიდან ასევე გაძევებულია ნიდერლანდების დიპლომატიური მისიის ორი თანამშრომელი და ესტონეთის სამხედრო ატაშე ტომას პედა. ყველა მათგანმა ქვეყანა 7 აპრილამდე უნდა დატოვოს.

 


ხუთშაბათს კი სერგეი ლავროვმა 60 ამერიკელი დიპლომატის გაძევებისა და სანკტ-პეტერბურგში აშშ-ის გენერალური საკონსულოს დახურვის შესახებ გამოაცხადა.

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დიდი ბრიტანეთის ელჩი გამოიძახა და ლონდონისგან მოითხოვა დიპლომატების და ადმინისტრაციული თანამშრომლების გათანაბრება და იმ რაოდენობამდე დაყვანა, რა რაოდენობაც ამჟამად დიდი ბრიტანეთის რუსულ საელჩოში მუშაობს.

 


დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულია სკრიპალის ქიმიური ნივთიერებით, რუსული წარმოების „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო 23 რუსი დიპლომატი გააძევა, რასაც მალევე მოჰყვა ერთიანი დასავლური რეაქცია და ჯამში თითქმის 30-მა სახელმწიფომ 150-ზე მეტი რუსი დიპლომატი, მათგან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაზე მეტი - 60 რუსი დიპლომატი გააძევა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი