სერგეი ლავროვმა რუსეთიდან 60 ამერიკელი დიპლომატის გაძევების და სანკტ-პეტერბურგში აშშ-ის გენერალური საკუნსულოს დახურვის შესახებ გამოაცხადა
29-03-2018, 22:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების საპასუხოდ რუსეთი ქვეყნიდან 60 ამერიკელ დიპლომატს აძევებს და ხურავს აშშ-ის გენერალურ საკუნსულოს სანკტ-პეტერბურგში. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოაცხადა.

 

 

„ზუსტად ამ წუთებში აშშ-ის ელჩი ჰანტსმანი მოწვეულია ჩვენს სამინისტროში, სადაც ჩემი მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცნობს მას შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით მიღებული ზომებს, რაც მოიცავს ანალოგიური რაოდენობის დიპლომატების გაძევებას და ასევე სანკტ-პეტერბურგში აშშ-ის გენერალური საკონსულოს ფუნქციონირების შეჩერებას“, განაცხადა სერგეი ლავროვმა. 

 

 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც, რომლებიც ვაშინგტონის კვალს გაჰყვნენ, ანალოგიური ზომები იქნება მიღებული. 

 

 

ე.წ. სკრიპალის საქმის გამო, თითქმის 30-მა ქვეყანამ, ასევე ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა საერთო ჯამში 150-მდე რუსი დიპლომატი გააძევა, მათგან ყველაზე მეტი რაოდენობა - 60 ვაშინგტონის მიერ იქნა გაძევებული. შეერთებულმა შტატებმა ასევე დახურა რუსეთის საკუნსულო სიეტლში. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი