გიგი უგულავა: პრემიერმა ვანსა და ხონში ვიზიტისას ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ მოიცალა - სამაგიეროდ, არ გახსენებია აქტუალური პრობლემა - ფაროსანა
31-03-2018, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პრემიერ მინისტრმა ვანსა და ხონში ვიზიტისას ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ მოიცალა. სამაგიეროდ, არ გახსენებია ვანისა და ხონისთვის აქტუალური პრობლემა - ფაროსანა", აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ გააკეთა.

 

 

„მას არ გახსენებია აქაური მწვავე პრობლემები, მაგრამ მოახერხა "ევროპულ საქართველოსთან" მიმართებით გაემეორებინა პუტინის რუსეთის ბრალდებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. მას არ შეუმჩნევია სრული უიმედობა და უპატრონობა რეგიონში, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში ისაუბრა რაღაც გაუგებარ კარტბლანშებზე. „ოცნება“ შესაძლოა მართლაც ერთი კაცის კარტბლანშით არსებობს, მაგრამ ჩვენ და ქართული საზოგადოება ვცნობთ მხოლოდ მანდატს, რომელსაც არჩევნების გზით იძლევიან ჩვენი თანამოქალაქეები.

 

 

ამდენად, სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ ხალხის პრობლემებისგან მოწყვეტილი, შეუფერებელი ჟარგონით მოსაუბრე, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში მყოფი მთავრობის თავმჯდომარე, რაც ძალიან სახიფათო და საგანგაშოა ქვეყნისთვის“, განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე წარადგინა.

 

 

როგორც მან წარდგენის შემდეგ აღნიშნა, ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგის მომხრეა და კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმას მომავალშიც განაგრძობს, თუმცა, ამის საპირისპიროდ, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ქედმაღალი, ძალიან უღირსი დამოკიდებულება მიიღეს.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ კონტექსტში ყურადღება „ევროპული საქართველოზე“ გაამახვილა და თქვა, რომ ამ ადამიანებმა „დატოვეს უმძიმესი კვალი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი