გიორგი კვირიკაშვილი „ევროპულ საქართველოზე“: ამ ადამიანებმა საოკუპაციო ძალასთან ერთად შექმნეს მძიმე ვითარება ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციისა და ორი ისტორიული რეგიონის ცალმხრივი აღიარების თვალსაზრისით
30-03-2018, 18:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის თქმით, ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგის მომხრეა და კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმას მომავალშიც განაგრძობს, თუმცა, ამის საპირისპიროდ, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ქედმაღალი, ძალიან უღირსი დამოკიდებულება მიიღეს.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ კონტექსტში ყურადღება „ევროპული საქართველოზე“ გაამახვილა და თქვა, რომ ამ ადამიანებმა „დატოვეს უმძიმესი კვალი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში".

 

 

„მინდა, ასევე კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით ოპოზიციასთან დიალოგის რაიმე ფორმატის შესაქმნელად და ამას, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ.

 

 

პარლამენტი უნდა იყოს ადგილი, სადაც დიალოგი მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ისეთ პრობლემებზე საუბრისას, როგორიცაა ოკუპაცია და ა.შ. ქვეყანამ შეძლოს ერთიანი პოზიციით გამოსვლა.

 

 

სამწუხაროდ, ჩვენი ასეთი კონსტრუქციული დამოკიდებულების მიუხედავად, რომელიც პარლამენტში ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯით და ერთობლივი რეზოლუციის მიღებით გამოიხატა, პასუხად მივიღეთ აბსოლუტურად დესტრუქციული ბრალდებები და დამოკიდებულება ოპოზიციონერების, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ მხრიდან, ადამიანებისგან, რომლებმაც დატოვეს უმძიმესი კვალი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, საოკუპაციო ძალასთან ერთად შექმნეს ძალიან მძიმე ვითარება ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციისა და ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ცალმხრივი აღიარების თვალსაზრისით.

 

 

ამ ადამიანებს არ გააჩნიათ მორალური უფლება, რაიმე კონკურენციაში შევიდნენ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანაში შეექმნა სრულიად სხვა – განვითარების ატმოსფერო. რა თქმა უნდა, პრობლემა დღესაც უამრავია, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ იმ განვითარების მიზნისკენ, რასაც ქვია ჩვენი მოსახლეობისთვის კეთილდღეობის შექმნა და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.

 

 

ჩვენ ამას ყველანი ერთად შევძლებთ. ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება კონსტრუქციული მიდგომა, მაგრამ მინდა, ჩვენმა მოსახლეობამ კარგად დაინახოს ის ქედმაღალი, ძალიან უღირსი დამოკიდებულება და პასუხი, რომელიც მიიღო ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ჩვენს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების საპასუხოდ“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი